საქართველოს საგარეო
საქმეთა მინისტრი,
მონტენეგროს დიასპორის
მინისტრს, მირსად
აზემოვიჩს
შეხვდა.მხარეებმა
დიასპორასთან
დაკავშირებულ სახელმწიფო
პოლიტიკის მიზნებზე
ისაუბრეს.საგარეო საქმეთა
სამინისტროს ინფორმაციით,
შეხვედრაზე ხაზი გაესვა,
რომ საქართველოს
ხელისუფლების ერთ-ერთი
უმთავრესი პრიორიტეტია
დიასპორა მაქსიმალურად
ჩაერთოს ქვეყნის
განვითარების
პროცესში.მინისტრებმა
ასევე ისაუბრეს იმ
სახელმწიფო პროგრამებზე,
რომელთა მიზანი დიასპორის
გაძლიერებაა.