საგარეო საქმეთა
მინისტრმა, მაკა
ბოჭორიშვილმა მედიასთან
ენტონი ბლინკენისა და სხვა
უცხოელი დიპლომატების
განცხადებები შეაფასა და
აღნიშნა, რომ არ შეიძლება,
ერთ მხარეს ძალადობის
დაგმობით, წახალისდეს
მეორე მხარეს ძალადობა.„რა
თქმა უნდა, ძალადობა არის
მიუღებელი და რა თქმა უნდა,
ჩვენ არანაირად არ
მოგვწონს, რომ კონკრეტული
ჯგუფების მიერ არის
წახალისებული ძალადობა და
ძალადობის ადგილი
თბილისის ქუჩებში, რაზეც
შემდგომ სამართალდამცავ
ორგანოებს უწევთ
რეაგირება. გზავნილი არის
მარტივი – მნიშვნელოვანია,
რომ შეფასებები გაკეთდეს
ობიექტურად და ობიექტურ
სურათზე დაყრდნობით. არ
შეიძლება, ერთ მხარეს
ძალადობის დაგმობით
წავახალისოთ მეორე მხარეს
ძალადობა, რაც შემდგომ ისევ
შობს კიდევ უფრო მეტ
ძალადობას.
მნიშვნელოვანია, იყოს
ობიექტური შეფასებები,
ობიექტურ სურათზე
დაყრდნობით და მოწოდებები
არ იყოს ცალმხრივი, რაც
წაახალისებს სხვა მხარეს
ძალადობისკენ“, - აღნიშნა
მაკა
ბოჭორიშვილმა.საქართველოში
მიმდინარე მოვლენებს
განცხადებით ეხმაურება
შეერთებული შტატების
სახელმწიფო მდივანი
ენტონი ბლინკენი. ის წერს,
რომ ისინი, ვინც ძირს
უთხრიან დემოკრატიულ
პროცესებს ან ინსტიტუტებს
საქართველოში, მათ შორის,
ვინც თრგუნავს
საქართველოს მოქალაქეების
მშვიდობიანი შეკრების
უფლებასა და გამოხატვის
თავისუფლებას, პასუხს
აგებენ.