მაკა ბოჭორიშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო უნგრეთს საქართველოს სახელმწიფოებრიობის პატივისცემისთვის. შეშფოთებას იწვევს იმის ხილვა, თუ რა მასშტაბისაა განზრახვა, არ მოხდეს ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანის ლეგიტიმაცია

Primetime.ge 2 კვირის წინ 23
მაკა ბოჭორიშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო უნგრეთს საქართველოს სახელმწიფოებრიობის პატივისცემისთვის. შეშფოთებას იწვევს იმის ხილვა, თუ რა მასშტაბისაა განზრახვა, არ მოხდეს ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანის ლეგიტიმაცია
მინდა მადლობა გადავუხადო უნგრეთს საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და დემოკრატიის პატივისცემისთვის. შეშფოთებას იწვევს იმის ხილვა, თუ რა მასშტაბისაა განზრახვა არ მოხდეს ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანის ლეგიტიმაცია, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.„ძვირფასო მინისტრო,დიდი მადლობა თბილი დახვედრისა და გულითადი მასპინძლობისთვის.ეს ჩემი პირველი ორმხრივი ვიზიტია და მოხარული ვარ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში მუშაობას ვიწყებ ვიზიტით სწორედ უნგრეთში, რომელიც ჩვენი ახლო მეგობარი და პარტნიორია და რომელიც ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა.მადლობას გიხდით მოწვევისთვის. ჩვენ უაღრესად ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას. ამ კონტექსტში, მინდახაზგასმით აღვნიშნო, რომ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ბოლო ვიზიტი თბილისში თქვენი მტკიცე მხარდაჭერისა და მეგობრობის მკაფიო დემონსტრირებაა.საქართველოსა და უნგრეთს აკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც მთავრობებს შორის მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგში გამოიხატება.ჩვენ მზად ვართ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩართულობა ყველა მიმართულებით და განვამტკიცოთ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში.მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის საქმიანი კავშირების ხელშეწყობა ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისა და არსებული ბიზნეს შესაძლებლობების უკეთ გამოყენების მიზნით. მჯერა, რომ ორ ქვეყანას შორის ინვესტიციების ურთიერთხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმება, რომელიც მალე შევა ძალაში, კიდევ უფრო წაახალისებს ბიზნესის სფეროში თანამშრომლობას.ორმხრივი კავშირების გაძლიერების კუთხით, ასევე პრიორიტეტულია ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავება. ჩვენ ვაფასებთ უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამას ქართველი სტუდენტებისთვის.საქართველო გამოწვევების წინაშე მყოფი ქვეყანაა. ჩვენ არ გვიცავს ნატოს უსაფრთხოების ქოლგა. ამასთან, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, საქართველოს მომავლისთვის აუცილებელია მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება. მადლობას ვუხდი უნგრეთს მხარდაჭერისთვის და საქართველოს რთული მდგომარეობის სიღრმისეულად გაგებისთვის.საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი ევროინტეგრაციაა. ამ პრიორიტეტს განამტკიცებს ჩვენი ისტორია, იდენტობა და ქართველი ხალხის ნება.საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ შექმნა მყარი საფუძველი საქართველოს ევროპული მომავლის შეუქცევადობისთვის და ის მტკიცედ რჩება ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული ვალდებულებების ერთგული 2014 წლის შემდეგ, რაც ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას.სამწუხაროდ, ზოგიერთი შიდა და გარე აქტორი ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხს მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს. ევროპული მომავალი, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, საზოგადოებაში პოლარიზაციის გასაძლიერებლად და ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის დამატებითი საფრთხის შესაქმნელად გამოიყენება.ჩვენ ვაფასებთ პარტნიორობას ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან. ასევე იმედი გვაქვს, რომ ეს პარტნიორობა ურთიერთპატივისცემას ეფუძნება. სამწუხაროდ, ეს ყოველთვის ასე არ ხდება. მინდა მადლობა გადავუხადო უნგრეთს საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და დემოკრატიის პატივისცემისთვის. შეშფოთებას იწვევს იმის ხილვა, თუ რა მასშტაბისაა განზრახვა არ მოხდეს ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანის ლეგიტიმაცია.მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს, საქართველოს 2 მილიონზე მეტმა მოქალაქემ თავისი პოლიტიკური არჩევანი უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების თანდასწრებით გააკეთა, არჩევნებთან დაკავშირებული სპეკულაციები არ წყდება.ასევე საგანგაშოა ის დიდი ზეწოლა, რომელსაც გარკვეული აქტორები ახორციელებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებზე, მათ დამოუკიდებელ საქმიანობაზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით. ყოველივე ეს ძირს უთხრის საერთაშორისო ინსტიტუტების რეპუტაციას და ასევე სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიის განვითარებას.მომავალ კვირას ევროპელი ლიდერები საქართველოზე იმსჯელებენ. ვიტოვებ იმედს, რომ ეს მსჯელობა ობიექტურ რეალობას დაემყარება და გადაწყვეტილებების მიღებისას ევროკავშირი არასწორი აღქმებით არ იხელმძღვანელებს. მტკიცე მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი უნგრეთს, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას.როგორც პარლამენტის წევრს, მქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიმეღო უნგრეთის თავმჯდომარეობის მიერ ორგანიზებულ საპარლამენტო ღონისძიებებში. მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს პარლამენტში, რომელთაც ურყევი მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს.და ბოლოს, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით, ბატონო მინისტრო, და იმედი მაქვს, რომ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობათა შემდგომ გაღრმავებას“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია