საქართველოს საგარეო
საქმეთა მინისტრი მაკა
ბოჭორიშვილი 4-6 დეკემბერს
მალტაში, ეუთო-ს მინისტრთა
საბჭოს 31-ე სხდომაში
მიიღებს მონაწილეობას.
ინფორმაციას საგარეო
საქმეთა სამინისტრო
ავრცელებს.საგარეო
უწყების ხელმძღვანელი
სიტყვით მიმართავს
მინისტრთა საბჭოს სესიის
მონაწილეებს.ასევე,
მინისტრი მონაწილეობას
მიიღებს და სიტყვით გამოვა
მალტის ვიცე-პრემიერის,
საგარეო უწყების
ხელმძღვანელის იან ბორგის
მიერ ორგანიზებულ
უკრაინის მხარდამჭერ
ღონისძიებაზე.მალტაში
მიმდინარე მინისტერიალის
ფარგლებში საგარეო
საქმეთა მინისტრი ორმხრივ
შეხვედრებს გამართავს
კოლეგა მინისტრებთან.