საქართველოს საგარეო
საქმეთა მინისტრმა, მაკა
ბოჭორიშვილმა ესპანურ
საინფორმაციო სააგენტო
EFE-სთან ინტერვიუში
ხაზგასმით აღნიშნა, რომ
საქართველო მზად არის
„განაახლოს დიალოგი
ურთიერთპატივისცემის
საფუძველზე, თუ
ევროკავშირი გადაწყვეტს
მოლაპარაკებების
მაგიდასთან
დაბრუნებას“.„ურთიერთობები
ევროკავშირთან არ არის
საუკეთესო მდგომარეობაში
[...] ჩვენ მოვუწოდებთ
ევროკავშირს, გამოიჩინოს
სიმტკიცე ამ საკითხში, რათა
გამოვიდეთ ჩიხიდან.
საქართველო ევროკავშირთან
ურთიერთობაში სტრატეგიული
მოლოდინის პერიოდშია.
თბილისი იმედოვნებს, რომ
ევროკავშირი მიხვდება, რომ
საქართველო რეგიონში
საიმედო პარტნიორია“, -
განაცხადა მინისტრმა.