საგარეო საქმეთა
მინისტრმა, მაკა
ბოჭორიშვილმა შეხვედრა
გამართა ევროპასა და
ცენტრალურ აზიაში გაერო-ს
განვითარების
საკოორდინაციო ოფისის (DCO)
რეგიონულ დირექტორთან, გვი
იეპ სონთან. ინფორმაციას
საგარეო საქმეთა
სამინისტრო
ავრცელებს.შეხვედრის
ფარგლებში მხარეებმა
ისაუბრეს საქართველოსა და
გაერო-ს შორის არსებულ
ნაყოფიერ
თანამშრომლობაზე,
პრიორიტეტულ
მიმართულებებსა და
სამომავლო
გეგმებზე.საუბარი შეეხო
განვითარების
თვალსაზრისით
საქართველოსთვის
პრიორიტეტულ
მიმართულებებს,
განსაკუთრებით აღინიშნა
რეგიონალური, ეკონომიკური
და ინფრასტრუქტურის
კუთხით არსებული გეგმები
და ამ თვალსაზრისით
გაერო-სთან
თანამშრომლობის
შესაძლებლობები.ხაზი
გაესვა მდგრადი
განვითარების 2030 წლის
მიზნების განხორციელებაში
ორგანიზაციის მხარდაჭერას
და საქართველოს
ხელისუფლების მზაობას
აქტიურად ითანამშრომლოს
აღნიშნული მიზნების
იმპლემენტაციის პროცესში,
მათ შორის „გაერო-ს მდგრადი
განვითარების
თანამშრომლობის 2026-2030
წლების ხელშეკრულების“
შემუშავების
საკითხზე.ყურადღება ასევე
დაეთმო რუსეთის მიერ
ოკუპირებულ საქართველოს
აფხაზეთისა და ცხინვალის
რეგიონებში არსებულ
უსაფრთხოების და
ჰუმანიტარულ
ვითარებას.გაერო-ს
წარმომადგენელი
საქართველოში ვიზიტის
ფარგლებში, შეხვედრებს
მართავს ასევე
საქართველოს
აღმასრულებელი
ხელისუფლებისა და
დარგობრივი უწყებების
წარმომადგენლებთან.