მაკა ბოჭორიშვილი: დღევანდელ პოლიტიკაში თითოეულმა ქვეყანამ, პირველ რიგში, უნდა იზრუნოს საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე

Primetime.ge 3 საათი წინ 11
მაკა ბოჭორიშვილი: დღევანდელ პოლიტიკაში თითოეულმა ქვეყანამ, პირველ რიგში, უნდა იზრუნოს საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე
დღევანდელ პოლიტიკაში თითოეულმა ქვეყანამ, პირველ რიგში, უნდა იზრუნოს საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე. ხოლო მათგან პირველი არის საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ესპანურ საინფორმაციო სააგენტო EFE-სთან ინტერვიუში.რაც შეეხება ევროკავშირთან დაძაბულობას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის „განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას“.„ურთიერთობები ევროკავშირთან არ არის საუკეთესო მდგომარეობაში [...] ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, გამოიჩინოს სიმტკიცე ამ საკითხში, რათა გამოვიდეთ ჩიხიდან. საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობაში სტრატეგიული მოლოდინის პერიოდშია. თბილისი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი მიხვდება, რომ საქართველო რეგიონში საიმედო პარტნიორია“, - განაცხადა მინისტრმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია