დამოუკიდებელი
საქართველოს ისტორიაში
„ქართული ოცნების“
ხელისუფლება არის ის
ერთადერთი ხელისუფლება,
რომლის მმართველობის
პერიოდშიც ომი არ ყოფილა, -
აღნიშნავს საქართველოს
საგარეო საქმეთა მინისტრი
მაკა ბოჭორიშვილი ცნობილ
ესპანურ მედიაგამოცემა El
MUNDO-სთან
ინტერვიუში.საგარეო
საქმეთა მინისტრის თქმით,
„ქართული ოცნება“
ხელისუფლებაშია 2012 წლიდან
და მთელი ამ ხნის
განმავლობაში გაჩნდა
შესაძლებლობა, რომ
მმართველ გუნდს მთელი
ყურადღება ქვეყნის
განვითარებაზე
გადაეტანა.„დამოუკიდებელი
საქართველოს ისტორიაში
„ქართული ოცნების“
ხელისუფლება არის ის
ერთადერთი ხელისუფლება,
რომლის მმართველობის
პერიოდშიც ომი არ ყოფილა.
ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ.
„ქართული ოცნება“
ხელისუფლებაშია 2012 წლიდან
და მთელი ამ ხნის
განმავლობაში ჩვენ
გაგვიჩნდა შესაძლებლობა,
მთელი ყურადღება ქვეყნის
განვითარებაზე
გადაგვეტანა. 2008 წლის
აგვისტოს ომის
გამოცდილება ჯერ კიდევ
ცოცხლადაა შემონახული
ჩვენს ხსოვნაში, ამიტომაც,
ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ
მშვიდობის ფასს“, -
განაცხადა ბოჭორიშვილმა.