
“პოლიციელების ჯგუფურად ცემა და ბეისბოლის ბიტებით შეიარაღებული გავეშებული ბრბოს მიერ პოლიციის მანქანების მსხვრევა-ასეთი იყო ე.წ. ოპოზიცია წინა “სისხლიანი რეჟიმის” დროს, სინამდვილეში კი რუსეთის მიერ მართული ადგილობრივი აგენტურა. რუსეთი მაშინაც აქტიურად უჭერდა მხარს ასეთ “ოპოზიციას”. დღეს ამ “ლიდერთა” უმრავლესობა კორუფციულ, უთბილეს ადგილებშია მოყუჩებული და საჯარო სივრცეში აღარ ჩანან-მათ მიიღეს ის, რისთვისაც სინამდვილეში იბრძოდნენ-ბევრი ფული და უზრუნველი ცხოვრება-ასეთია გიორგი კობახიძე, დღევანდელი “პრემიერის” მამა, კოკა გუნცაძე, რომელმაც დაჩი ცაგურიასთან ერთად გაკოტრებამდე მიიყვანა სააკაშვილის დროს მომგებიანი და ფეხზე დამდგარი საქართველოს რკინიგზა, ძმები გაჩეჩილაძეები, სოზარ სუბარი და მრავალი სხვა მოღალატე, რუსეთზე საქართველოს გამყიდველი ვირთხა-ივანაშვილმა მისცა მათ ბიუჯეტის ძარცვის გზით მოპოვებული უზრუნველი ცხოვრების საშუალება. წაგებული დარჩა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო, რომელიც 13 წლის წინ აჩქარებული ტემპებით ვითარდებოდა და ქართველი ხალხი, რომელსაც დაპირდნენ უკეთეს ცხოვრებას და სინამდვილეში მწარედ მოატყუეს და საკუთარ ინტერესებში გამოიყენეს. ახლა წარმოიდგინეთ, რასაც იმდროინდელი “ოპოზიცია” სჩადიოდა, იმის მეოთხედი რომ დღეს ვინმეს გაეკეთებინა-რას უზამდნენ ბიძინას პოლიციის ფორმაგადაცმული ბანდიტები…არადა მაშინ ნამდვილი პოლიცია გვყავდა, რომელიც ერთ ვიღაც გაქსუებულ რუსის მონას და მის რეჟიმს კი არა-ნამდვილად საქართველოს სახელმწიფოს იცავდა. აჩვენეთ ეს ფირები ახალგაზრდებს-მათ უნდა იცოდნენ სიმართლე თავისი ქვეყნის უახლოეს წარსულზე, ეს 2011 წლის კადრებია,” – წერს სოციალურ ქსელში მხატვარი და პუბლიცისტი, მაია ორჯონიკიძე.