მაია ბითაძე: ძალიან საგანგაშოა და ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის ხელმყოფია ისეთი საქციელი, რომელიც სპეცრაზმელებზეა მიმართული. ადამიანებზე, რომლებზეც დგას ამ ქვეყნის სახელმწიფოებრივი საფუძვლების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება

Primetime.ge 4 თვის წინ 82
მაია ბითაძე: ძალიან საგანგაშოა და ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის ხელმყოფია ისეთი საქციელი, რომელიც სპეცრაზმელებზეა მიმართული. ადამიანებზე, რომლებზეც დგას ამ ქვეყნის სახელმწიფოებრივი საფუძვლების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება
ხშირ შემთხვევაში ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რაც ჩვენ ვიხილეთ ოჯახის წევრების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომ კონკრეტული ადამიანები საერთოდ არ მსახურობენ ამჟამად სამართალდამცავ სტრუქტურებში, - განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ოპოზიციის მიერ სპეცრაზმელების სიების გასაჯაროებასთან დაკავშირებით.„ძალიან საგანგაშოა და ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის ხელმყოფია ისეთი საქციელი, რომელიც სპეცრაზმელებზეა მიმართული. ადამიანებზე, რომლებზეც დგას ამ ქვეყნის სახელმწიფოებრივი საფუძვლების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება.საერთოდ ვერ იაზრებენ თუ რა ზიანს აყენებენ ამით საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ქვეყნის უსაფრთხოებას“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია