მაია ბითაძე: ნებისმიერი მცდელობა, რომ დისკრედიტირებული იყოს ის დასკვნა, რომელიც ეუთო-მ დადო, არის თავდასხმა არა მხოლოდ საქართველოს ინტერესებზე, არამედ ძირს უთხრის ეუთოს, როგორც სადამკვირვებლო ფუნქციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციას

Primetime.ge 2 თვის წინ 64
მაია ბითაძე: ნებისმიერი მცდელობა, რომ დისკრედიტირებული იყოს ის დასკვნა, რომელიც ეუთო-მ დადო, არის თავდასხმა არა მხოლოდ საქართველოს ინტერესებზე, არამედ ძირს უთხრის ეუთოს, როგორც სადამკვირვებლო ფუნქციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციას
ნებისმიერი მცდელობა, რომ დისკრედიტირებული იყოს ის დასკვნა, რომელიც ეუთო-მ დადო, არის თავდასხმა არა მხოლოდ საქართველოს ინტერესებზე, არამედ ძირს უთხრის ეუთოს, როგორც სადამკვირვებლო ფუნქციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის წევრია.„როგორც ძირითად სესიაზე, ასევე ყველა კომიტეტზე, ჩვენი დელეგაციის მხრიდან ხაზი გაესვა ეუთოს, როგორც სადამკვირვებლო როლის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციის მნიშვნელობას, მათ შორის 2024 წლის არჩევნებზე, სადაც ეუთო-ს დასკვნა სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ არჩევნები ჩატარდა მიუხედავად გამოწვევებისა ღია და კონკურენტულ გარემოში. შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა, რომ დისკრედიტირებული იყოს ის დასკვნა, რომელიც ეუთო-მ დადო, არის თავდასხმა არა მხოლოდ საქართველოს ინტერესებზე, არამედ ძირს უთხრის ეუთოს, როგორც სადამკვირვებლო ფუნქციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციას, რაც ძალიან სახიფათოა ზოგადად სამომავლო ჭრილში თუ განვიხილავთ ეუთო-ს როლს რეგიონში“, - აღნიშნა ბითაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია