ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარის
მოადგილე ირაკლი
კირცხალია რადიკალური
ოპოზიციის ქმედებებსა და
შესაძლო გეგმებს
აფასებს.„ამათზე უგეგმო
არავინ გვინახავს. მათი
გეგმა ყოველთვის იყო და
არის ერთადერთი - როგორ
იპარაზიტონ, როგორ მოაწყონ
დესტრუქცია, როგორ
წამოიკიდონ საზოგადოების
უწყინარი წვერი, რომელიც
Aპუნქტიდან B პუნქტში
გადაადგილდება თავისი
საჭიროებისამებრ. რასაც
ვხედავდით 2-3 დღის
განმავლობაში ქალაქის
ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს
კვანძზე, როგორც
პარაზიტირებდნენ,
მაქსიმუმ შეიძლება, ასეთი
გეგმა ჰქონდეთ
დესტრუქციის“, - განაცხადა
ირაკლი კირცხალიამ.