„მათ ყველა ნიღაბი უკვე ჩამოსძვრათ და მთელი საქართველო ხედავს მათ რეალურ სახეს“ - ანა ნაცვლიშვილი „ოცნების“ ინიციატივაზე შეკრებებზე ნიღბების აკრძალვის შესახებ

Primetime.ge 2 კვირის წინ 7
„მათ ყველა ნიღაბი უკვე ჩამოსძვრათ და მთელი საქართველო ხედავს მათ რეალურ სახეს“ - ანა ნაცვლიშვილი „ოცნების“ ინიციატივაზე შეკრებებზე ნიღბების აკრძალვის შესახებ
"ქართული ოცნების" საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვით აქციის მონაწილეებს სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა აეკრძალებათ, ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. ოპოზიციისთვის საკანონმდებლო წინადადების მიზანი მხოლოდ საპროტესტო მუხტის შემცირებაა, რომელსაც მათივე თქმით, პერსპექტივა არ აქვს."აღარ არის საჭირო, მათ ყველა ნიღაბი უკვე ჩამოსძვრათ და მთელი საქართველო ხედავს მათ რეალურ სახეს," - ამბობს "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი.კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, მარიკა არევაძე აქცენტს სპეცრაზმელების კონკრეტული ნომრით იდენტიფიცირების აუცილებლობაზე აკეთებს."იმისთვის, რომ სახელმწიფო სტრუქტურებიდან, კონკრეტული, აქციის დროს დაშავებული ორგანოების მხრიდან ადგილი არ ჰქონდეს უფლებამოსილების გადამეტებას, ძალადობას და ა.შ. სწორედ ამიტომ ხდება კონკრეტული ნომრებით იდენტიფიცირება, თუ რომელი კონკრეტული სამართალდამცავი დგას კონკრეტულ ადგილას ან იღებს მონაწილეობას კონკრეტულ ოპერაციაში. აღნიშნული ჩვენ შემთხვევაში არის მოშლილი," - აღნიშნა მარიკა არევაძემ.ამ თემაზე ისაუბრა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემაც, რომლის თქმითაც, აქციის მონაწილეების მხრიდან სახის დაფარვაზე უფრო მნიშვნელოვანი სანომრე ნიშნებია, რომელიც აქციის დაშლის საპოლიციო ღონისძიებაში ჩართულ თითოეულ სპეცრაზმელს უნდა ჰქონდეს, იდენტიფიცირების მიზნით."სპეციალური საგამოძიებო სამსახური იცით რას ამბობს როდესაც მივდივართ უწყებებში? რომ მათ არ აქვთ სანომრე ნიშნები და კანონმდებლობით, თურმე მათ არ ეკუთვნით, რომ სანომრე ნიშნები გაუკეთონ. ეს დააზუსტონ კანონმდებლობაში იმ მოძალადე პოლიციელებზე და შემდეგ ილაპარაკონ თავისუფალ ხალხზე," - აცხადებს ლაშა ტყეშელაძე.შეგახსენებთ, რომ გუშინ, 8 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ძალადობის პრევენციის მიზნით, აქციის მონაწილეებს სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა აეკრძალებათ.
სრულად წაიკითხეთ სტატია