,,მათ (ქართულმა ოცნებამ) მტკიცედ გადაწყვიტეს, რომ ხელისუფლება უნდა შეინარჩუნონ ერთ პიროვნულად.”- ლევან კობერიძე

News.ge 1 კვირა წინ 8
,,მათ (ქართულმა ოცნებამ) მტკიცედ გადაწყვიტეს, რომ ხელისუფლება უნდა შეინარჩუნონ ერთ პიროვნულად.”- ლევან კობერიძე

როგორია ,,ქართული ოცნების” საკომუნიკაციო სტრატეგია? საკითხზე BRANDING.GE-ს დამფუძნებელმა და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრმა ლევან კობერიძემ bm.ge-ს გადაცემა ,,საქმის კურსში“ ისაუბრა. მისი თქმით, ,,ქართულმა ოცნებამ“ პროპაგანდისტული პოლიტიკური ტექნოლოგია აირჩია. ლევან კობერიძის შეფასებით, მმართველი ძალა პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე ხშირად ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. BRANDING.GE-ს დამფუძნებელმა და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ ,,ქართულ ოცნებასთან” პოლიტ-ტექნოლოგიურად წააგო.
,,რაც არ უნდა არასასიამოვნოდ ჟღერდეს ჩემი ნათქვამი ფაქტია, რომ მთლიან ოპოზიციაზე ხელისუფლებას პოლიტ-ტექნოლოგიურად ძალიან დიდი უპირატესობა აქვს და უგებს, ასე ვიტყოდი. იმიტომ, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში რეალურად მართლა რა არის სწორი და კარგი, ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, პოლიტ-ტექნოლოგიურად ადვილი გადასაფარია ხოლმე. ასე აკეთებდა ამას ნაციონალური მოძრაობა. სამწუხაროა, რომ ქართულმა ოცნებამ ეს პოლიტ-ტექნოლოგიური, პროპაგანდისტული გზა აირჩია მათსავით და შესაბამისად ამ გზას ადგას. ოღონდ, მე როდესაც ვამბობდი, რომ ომი და მშვიდობა როდესაც წამოწიეს წინა პლანზე, წამოწიეს წინა პლანზე კონკრეტული მესიჯები მე მაშინაც ვამბობდი, რომ ძალიან სწორად ალაგებენ სათავისოდ ოღონდ, არა ქვეყნისთვის არამედ სათავისოდ. ოპოზიცია ძალიან ჭკვიანურად უნდა მოიქცეს და ძალიან სწორი ნაბიჯები უნდა გადადგას. სამწუხაროდ, ბრძოლის ის ნაწილი წააგო ოპოზიციამ და არჩევნებში მივიღეთ ის შედეგი, რომ მოსახლეობის გაყალბება არ გაყალბებაზე არ ვსაუბრობ ამ წუთას, ვსაუბრობ იმაზე, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის მოზიდვა მაინც შეძლო ქართულმა ოცნებამ თავის მხარეს.”- განაცხადა გადაცემაში ლევან კობერიძემ.
BRANDING.GE-ს დამფუძნებელმა და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრის შეფასებით, ,,ქართულ ოცნებას” არჩეული აქვს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნების გზა. მიზნის მისაღწევად კი პარტია უარს ამბობს ქვეყნის ევროპულ არჩევანზე.
,,დღეს ,,ქართული ოცნების” პოლიტ-ტექნოლოგიური სვლა არის შემდეგი, რომ პატრიოტიზმი არის ყველაზე ბოლო დასაყრდენი იმ ადამიანებისთვის, რომელთაც უნდათ რომ საკუთარ ინტერესს მიაღწიონ ქვეყნის ინტერესის საწინააღმდეგოდ. ,,ქართულ ოცნებას” სამწუხაროდ არჩეული აქვს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნების გზა. ამისთვის ხანდახან თუ დასჭირდება შეიძლება ევროატლანტიკურ სივრცეზე თქვა უარი, ხანდახან შეიძლება თავისი კაბინეტები ეკლესიებად გადააქციონ კიდევაც, თუ დასჭირდათ, ანუ ისინი ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ. ეს ერთი, ეს უნდა ვიცოდეთ, იმიტომ, რომ მათ მტკიცედ გადაწყვიტეს, რომ ხელისუფლება უნდა შეინარჩუნონ ერთ პიროვნულად. ეს არის მათი გადაწყვეტილება. ამაზე პოლი-ტექნოლოგიურად შენდება ისევ, კვლავ ომისა და მშვიდობის თემა. მეორე თემა ის, რომ ცრუ პატრიოტიზმი, რომ ჩვენ ევროკავშირი ახალი ბატონი გინდათ? ადრე იყო ჩვენი ბატონი და გუბერნიული აზროვნება გაქვთ, რომ ან ევროკავშირმა ან -მა გვიკარნახოს? რა მნიშვნელობა აქვს ვინ გვიკარნახებს? რუსები თუ ამერიკელები. ეს არის ქვეყნის დამაზიანებელი რეალურად.”- განაცხადა ლევან კობერიძემ.
ლევან კობერიძის შეფასებით, ოპოზიცია ,,ქართული ოცნებას“ ვერაფერს ვერ უპირისპირებს და პოლიტიკურ პროცესს ხალხი წარმართავს. მისივე თქმით, ხელისუფლება ძლიერი პოლიტ-ტექნოლოგიური მეთოდებით არის აღჭურვილი და მას პოლიტიკაში კარგად გათვითცნობიერებული ლიდერი ჰყავს. ლევან კობერიძის განცხადებით, ამ ბრძოლაში მარტო ხალხს გაუჭირდება სიმართლის დამტკიცება და მათ პოლიტიკოსების მხარდაჭერა სჭირდებათ, თუმცა კობერიძე ამბობს, რომ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სპექტრს ამისი უნარი არ გააჩნია, რადგან მათ რიგებში ბევრი დისკრედიტირებულია.
,,ძალიან სამწუხაროა, რომ ოპოზიცია ვერაფერს ვერ უპირისპირებს. დღეს რეალურად რაც ხდება, პოლიტიკურ პროცესს ფაქტობრივად ხალხი აწარმოებს შიშველი ხელებით. რაც ხდება ქუჩაში მხოლოდ ის არის რეალურად პოლიტიკური პროცესი, პრეზიდენტის გარკვეულ აქტიურობას თუ არ ჩავთვლით. რეალურად, ხალხი არის პირისპირ დარჩენილი ძალიან ძლიერ ხელისუფლებასთან, რომელიც პოლიტ-ტექნოლოგიურად ძალიან კარგად არის აღჭურვილი, რომელსაც ჰყავს ლიდერი, რომელზეც ტყუილად ჰგონიათ, რომ პოლიტიკაში არ ერკვევა. საკმაოდ კარგად ერკვევა პოლიტიკაში და რეალურად ის არის მთელი ამ პოლიტიკის შემქმნელი. მეორე მხარეს არის, სამართლიანობისთვის მებრძოლი ხალხი. სამართალს, რა თქმა უნდა, აქვს ძალიან დიდი ძალა. იმ თვალსაზრისით, რომ ყველამ ვიცით სიმართლე რა არის, მაგრამ სიმართლეს ვინმემ ძალა თუ არ მისცა, თუ არ გაამყარა (ამას ლიდერები სჭირდება, ამას პოლიტიკოსები სჭირდება) მარტო ხალხს გაუჭირდება უბრალოდ ეს სიმართლე დაიცვას. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. რა შეიძლება რომ გაკეთდეს? მე არ მგონია, რომ ამ პოლიტიკურ სპექტრს აქვს უნარი არ აქვს. (მით უმეტეს ამ პოლიტიკურ სპექტრში არიან ძალიან ბევრი, მათ შორის დისკრედიტირებული ადამიანები) არც ოპოზიციას და არც ხელისუფლებას არც ერთს არ აქვს უნარი რეალურად გამოვიდეს და იქ შეკრებილ ხალხს ელაპარაკოს.”- განაცხადა ლევან კობერიძემ.
ლევან კობერიძე აღნიშნავს, რომ დაძაბული ვითარების დეესკალაციაში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. სწორედ ამიტომ ,,ქართულმა ოცნებამ” ხალხთან ლაპარაკი უნდა დაიწყოს. მისი თქმით, საზოგადოებამ ზღვარგადასული ძალადობა იხილა, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.
,,პასუხისმგებლობა მაინც ხელისუფლების არის. პირველი ნაბიჯი წესით უნდა გადადგას ხელისუფლებამ. უნდა დაიწყოს ხალხთან ლაპარაკი. ამის გარეშე წარმოუდგენელი იქნება. პოლიტიკურ პარტიებთან კი არა, ხალხთან ლაპარაკია საჭირო. პოლიტიკურ პარტიებთან ლაპარაკში ერთმანეთთან გარიგდებიან და ხალხი რჩება მერე ისევ იმედგაცრუებული. თუ ვინმეს უნდა, ან ხელისუფლებას ან ოპოზიციას (ხელისუფლებას პირველ რიგში უნდა უნდოდეს, იმიტომ, რომ მისი პასუხისმგებლობაა) ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს პირველს რიგში ხალხთან საუბარი. ეს ერთი, მაგრამ რა ქნას ახლა ხალხმა? ადამიანებმა რა გააკეთონ? ჩვენ ძალიან სამწუხაროა, რომ პასიურად გაბრაზებულის პოზიციაში ვართ. ქუჩაში გამოვდივართ, იქ ვიღებთ იმ ძალადობას, იმ ზღვარგადასულ ძალადობას პირდაპირ ვიტყოდი. აგერ ჟურნალისტები, ჩვენს თვალწინ პირდაპირ ეთერში რაც მოხდა სამი დღე გავიდა იმის მერე, აქ სანდოობა ხომ მთლიანად დაკარგულია.”- განაცხადა გადაცემაში ლევან კობერიძემ.

სრულად წაიკითხეთ სტატია