"მადლობელი ვარ იმ დიდი
ნდობისთვის, რომელიც ჩემს
მიმართ იქნა
გამოცხადებული.
პარლამენტის
ვიცე-სპიკერობა, რა თქმა
უნდა, დიდი
პასუხისმგებლობაა", - ამის
შესახებ პარლამენტის
ერთ-ერთმა ვიცე-სპიკერმა,
ნინო წილოსანმა
განაცხადა.მისი თქმით, მე-11
მოწვევის პარლამენტს
ბევრი საქმე ექნება
გასაკეთებელი."უმნიშვნელოვანესი
დღე არის, მე-11 მოწვევის
პარლამენტმა დაიწყო
მუშაობა, შეუდგა
უფლებამოსილებას. ეს არის
ჩვენი ქვეყნის
მოქალაქეების ნდობის
გამოცხადების პროცესი.
მადლობელი ვარ იმ დიდი
ნდობისთვის, რომელიც ჩემს
მიმართ იქნა
გამოცხადებული.
პარლამენტის
ვიცე-სპიკერობა, რა თქმა
უნდა, დიდი
პასუხისმგებლობაა. ამ
მოწვევის პარლამენტს
ბევრი საქმე აქვს
საკეთებელი, რადგან
ქართველმა ხალხმა
კონკრეტული დავალებით
აგვირჩია. ის დაპირებები,
ის მიზნები, რაც
წინასაარჩევნოდ იყო
გაცხადებული აუცილებლად
უნდა შესრულდეს," -
განაცხადა ნინო
წილოსანმა.ცნობისთვის, 88
ხმით არცერთის წინააღმდეგ,
მე-11 მოწვევის პარლამენტმა
დღევანდელ სხდომაზე 150
დეპუტატის უფლებამოსილება
ცნო. უფლებამოსილების
ცნობის შემდეგ
პარლამენტის წევრებმა
ქვეყნისადმი ერთგულების
ფიცი დადეს.