მადლობა სამაგალითო
თაობას, რომელმაც თავისი
თავგანწირვის, ბრძოლის
ფასად ფაშიზმი და ნაციზმი
დაამარცხა მსოფლიოში და
ფაქტობრივად თითოეულ
ჩვენგანს მისცა იმის
განცდა, რომ 80 წლის მერეც კი
ბეჭ-გაშლილები და ამაყად
დავდივართ, - განაცხადა
ვეტერანების საქმეთა
სახელმწიფო სამსახურის
დირექტორმა,
გენერალ-მაიორმა კობა
კობალაძემ ვეტერანთა
კულტურისა და დასვენების
პარკში აღნიშნეს, სადაც
მეორე მსოფლიო ომში
დაღუპულ გმირთა ხსოვნას
პატივი მიაგეს„ერთია
ფაქტი - მშვიდობის ფასი
არაფერია. სხვათა შორის,
დღეს 103 წლის გახდა ჩვენი
ერთ-ერთი ვეტერანი მეორე
მსოფლიო ომის. სულ
დარჩენილია სამამულო ომის
57 მონაწილე და 104 წლისა
გვყავს ყველაზე უხუცესი“, -
განაცხადა კობალაძემ.