რამდენიმე ათეული წელია,
რაც იამზე ცუხიშვილი
ხალხური მედიცინის
საშუალებით უშვილო
წყვილებს მკურნალობს და
მის ანგარიშზე არაერთი
ოჯახის შეცვლილი
ცხოვრებაა. ამ
საქმიანობისთვის კურთხევა
პატრიარქისგან აქვს
მიღებული და მისი
მრავალრიცხოვანი მადლიერი
პაციენტებიც ლოცვას არ
იშურებენ. იამზე თავისი
საქმიანობის შესახებ
„თბილისელებს“
უყვება. იამზე ცუხიშვილი:
წყვილებში უშვილობას
ხალხური მედიცინით
ვმკურნალობ, მხოლოდ
მცენარეული საშუალებებით
(ნაყენის სახით) და
არანაირი ქიმიური
დანამეტებით. მარტში 34 წელი
გახდება, რაც ამ საქმეს
ვემსახურები და ამ წლების
განმავლობაში არაერთი
რთული მდგომარეობა
დამიძლევია როგორც
ქალების, ისე მამაკაცების
შემთხვევაში. ჩემთან
თითოეული პაციენტის
ანონიმურობა მკაცრადაა
დაცული.– ასაკობრივი
შეზღუდვა თუ არსებობს და ამ
მხრივ, რომელი იყო ყველაზე
დასამახსოვრებელი
შემთხვევა?– მამაკაცს
შეუძლია ნებისმიერ ასაკში
დაიწყოს მკურნალობა.
ყველაზე დიდი ასაკის
მყავდა 58 წლის პაციენტი
მამაკაცი, რომლის
უშვილობის მიზეზი იყო
სპერმა– 0%. ჩემი წამლის
მიღების შემდეგ
პროცენტულობა გაიზარდა და
შედეგი დადგა.
ქალბატონების
შემთხვევაში, ჩემი
პრაქტიკიდან შემიძლია,
გავიხსენო ყველაზე დიდი
ასაკის პაციენტი – 48 წლის,
19-წლიანი უშვილობით და
ორსულობა დადგა.– როგორ
მოქმედებს თქვენი
დამზადებული ნაყენი?–
ქალების შემთხვევაში,
როდესაც საქმე გვაქვს
უხარისხო ფოლიკულასთან,
ჩემი წამალი ხელს უწყობს
მის გაუმჯობესებას.
მკურნალობის შედეგად
ვიღებთ ჯანმრთელ და
ხარისხიან ფოლიკულს.
მყოლია 40+ ასაკის
პაციენტები, როდესაც
ფოლეკულის დაბალი
ხარისხის გამო ხელოვნური
განაყოფიერებითაც ვერ
მიუღიათ შედეგი და ჩემი
წამლის დახმარებით
ყველაფერი კარგად
დასრულებულა. განაგრძეთ
კითხვა...