არჩევნების გაყალბებაზე
გაკეთებულ განცხადებებთან
დაკავშირებით,
პროკურატურაში
დაბარებულია მამუკა
ხაზარაძე და ზურაბ გირჩი
ჯაფარიძე. პოლიტიკოსები,
კოლეგების მსგავსად, არ
გეგმავენ უწყებაში
მისვლას, სავარაუდოდ,
გამოიკითხებიან
სასამართლოში, თუმცა როდის,
ჯერ უცნობია."ძლიერი
საქართველო - ლელო,
ხალხისთვის,
თავისუფლებისთვის"
ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა
ხაზარაძე ამბობს, რომ
კითხვებს მაგისტრატი
მოსამართლის წინაშე
უპასუხებს."ყველგან მოვალ,
თქვენ იცით, რომ მე
დავეთანხმე, რომ
მაგისტრანტ
მოსამართლესთან მივალ და
ვუპასუხებ კითხვებს." -
აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.