„წელს მაგისტრალური
გზების განვითარების უკვე 6
წარმატებული შედეგი
გვქონდა, რომელიც
უკავშირდება როგორც
უმნიშვნელოვანესი
პროექტების, ისე საეტაპო
ფაზების დასრულებას“, -
განაცხადა რეგიონული
განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის
მინისტრმა, ირაკლი
ქარსელაძემ, მთავრობის
სხდომის დასრულების
შემდეგ ბრიფინგზე.როგორც
მან აღნიშნა, რიკოთის ახალი
მაგისტრალური, ოთხზოლიანი
გზის 48 კმ-ით უკვე
შესაძლებელია შემცირებულ
დროში გადაადგილება. ასევე,
ბოლო თვეებში გაიხსნა
ბათუმის შემოვლითი 14
კმ-იანი მაგისტრალური გზა,
თბილისი-საგარეჯოს 35
კმ-იანი მონაკვეთი,
ბაკურციხე-წნორის 18 კმ-იანი
მაგისტრალური გზა და ამ
მიმართულებით მომდევნო
წელიც შედეგიანი
იქნება.მინისტრმა იმ
მასშტაბურ პროექტებზეც
ისაუბრა, რომელთა
განხორციელებაც იგეგმება
და აღნიშნა, რომ
მიმდინარეობს სატენდერო
პროცედურები
რუსთავი-წითელი
ხიდი-ალგეთი-სადახლოს
მაგისტრალური გზის
მშენებლობის პროექტზე.
ასევე, მოსამზადებელი
პროცედურებია დაწყებულია
სამივე საგზაო დერეფნის -
აღმოსავლეთ-დასავლეთის,
კახეთისა და
სამხრეთ-ჩრდილოეთის
მიმართულებით ახალი
პროექტების
განხორციელებისთვის.,,მომავალ
წელს დაგეგმილია
საგარეჯო-ბადიაურის გზის
დასრულება და კახეთის
მიმართულებით უკვე 52 კმ
მაგისტრალური გზა
გვექნება აშენებული. ასევე,
გათვალისწინებულია
ბადიაური-ჩალაუბნის,
გურჯაანი-თელავისა და
ლაგოდეხის შემოვლითი გზის
მშენებლობა. დაგეგმილია
ლილოს შემოვლითი გზის
მშენებლობის დაწყება და
თბილისში დასავლეთიდან
შემოსასვლელ-გასასვლელი
ახალი გზის მშენებლობა“, -
განაცხადა ირაკლი
ქარსელაძემ.მინისტრის
თქმით, ინტენსიური
მოძრაობის
განტვირთვისთვის იგეგმება
მნიშვნელოვანი პროექტის
განხორციელება
წიწამური-ჟინვალის
მიმართულებით - ნატახტრის
შემოვლითი გზის
მშენებლობა.,,ჩვენ
ვსაუბრობთ საგზაო
მიმართულებით თვისობრივად
სხვა განვითარების დონეზე
მყოფ ქვეყანაზე. რეალურად,
ყველა ამ საგზაო
ინფრასტრუქტურული
პროექტების
განხორციელების შედეგად,
თბილისიდან-ბათუმამდე
მგზავრობისთვის მხოლოდ 3
საათი დაგვჭირდება.
სამუშაოების დასრულების
შემდგომ სტეფანწმინდამდე
მგზავრობას საათნახევარს,
ხოლო თელავამდე 1 საათსა და
20 წუთს მოვანდომებთ“, -
განაცხადა ირაკლი
ქარსელაძემ.