“მაგ პატარა ბო*ს თავის ადგილს მივუჩენ” – პიმბლეტის ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]

News.ge 2 კვირის წინ 3
“მაგ პატარა ბო*ს თავის ადგილს მივუჩენ” – პიმბლეტის ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]

UFC 317-ზე მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში გათიშა. ამ გამარჯვების შემდეგ ილია ორი წონის, ქვემსუბუქი და მსუბუქი წონის ჩემპიონია.
ბრძოლის შემდეგ ოქტაგონზე UFC-ის მებრძოლი, პედი პიმბლეტი ავიდა, მან და ილიამ რამდენიმე სიტყვა გაცვალეს.
პედი პიმბლეტი: “მე სქაუზერი ვარ. ჩვენ არ ვითიშებით!”
ილია თოფურია: “წადი შე ქერა ბო*ო”, – უთხრა ილიამ პედის.
ამის შემდეგ პიმბლეტმა მორიგი ვიდეო ჩაწერა.
“ილიამ დაგასაბმითებო იმიტომ მითხრა, რომ ჩემი დანოკაუტება არ შეუძლია. მაგ პატარა ბო*ს თავის ადგილს მივუჩენ”, – ამბობს ვიდეოში პიმბლეტი.
ცნობისთვის, UFC-ის პრეზიდენტმა დეინა უაითმა განაცხადა, რომ პიმბლეტი ოქტაგონზე არ უნდა ასულიყო, რადგან თოფურიას მომდევნო მეტოქედ არც კი განიხილება.
“ვინ ჯანდაბამ უთხრა, რომ ოქტაგონზე ასულიყო? თოფურიას ცოლ-შვილიც იქ იმყოფებოდა” – UFC-ის პრეზიდენტი პიმბლეტის საქციელმა გააბრაზა
“ვინ ჯანდაბამ უთხრა, რომ ოქტაგონზე ასულიყო? თოფურიას ცოლ-შვილიც იქ იმყოფებოდა” – UFC-ის პრეზიდენტი პიმბლეტის საქციელმა გააბრაზა

სრულად წაიკითხეთ სტატია