“მა­რის ალ­კოჰოლ­თან პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, მაგ­რამ…” – ქართველი ტიკტოკერის დაღუპვის ახალი დეტალები

Dailyinfo.cc 2 კვირის წინ 14
“მა­რის ალ­კოჰოლ­თან პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, მაგ­რამ…” – ქართველი ტიკტოკერის დაღუპვის ახალი დეტალები

ცნო­ბი­ლი თე­ლა­ვე­ლი ტი­კტო­კე­რი მარი ომა­ნაშ­ვი­ლი 33 წლის ასაკ­ში, ავ­ტო­ა­ვა­რი­ის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. მა­რის, რო­გორც თე­ლავ­ში, ასე­ვე მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის წყა­ლო­ბით, კარ­გად იც­ნობ­დნენ.

ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას წლე­ბის წინ თე­ლა­ველ­მა ქველ­მოქ­მედ­მა დინა ნა­წი­ფაშ­ვილ­მა გა­აც­ნო. ქალს, რო­მელ­საც ალ­კოჰოლ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, დი­ნას ძა­ლის­ხმე­ვით, პა­ტა­რა სახ­ლი-კონ­ტე­ი­ნე­რი და­უდ­გეს. დინა და მარი ხში­რად წერ­დნენ ერ­თად ვი­დე­ო­ებს. მარი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარ­დათ.

ინ­ფორ­მა­ცია მა­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ორი სა­ა­თის წინ გავ­რცელ­და.

“მე­გობ­რე­ბო, მა­რიმ დაგვტო­ვა. ვერ ვაზ­როვ­ნებ, ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ. რა გა­ვა­კე­თო, მომ­ხე­დეთ, გთხოვთ. რე­ფე­რა­ლურ­ში ვარ, აქ ჰყავთ მარი. ვის მი­ვა­კი­თხო, არ ვიცი. მან­ქა­ნას გა­უ­ტა­ნია“, – და­წე­რა დი­ნამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

რა მოხ­და თე­ლავ­ში, რო­გორ გარ­და­იც­ვა­ლა 33 წლის მარი ომა­ნაშ­ვი­ლი, ამის თა­ო­ბა­ზე დინა გვე­სუბ­რე­ბა:

– ამ დრო­ის­თვის ზუს­ტად არ ვიცი, რა მოხ­და. მომ­წე­რეს და მი­თხრეს, რომ მარი ავა­რი­ა­ში მოჰ­ყვა. ზოგი მწერ­და, – ნუ ნერ­ვი­უ­ლობ, კარ­გად იქ­ნე­ბაო, მაგ­რამ რე­ფე­რა­ლურ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ავა­რია, სა­ვა­რა­უ­დოდ, მის სახ­ლთან მოხ­და. არ ვიცი, და­კა­ვე­ბუ­ლია თუ არა მძღო­ლი, არა­ნა­ი­რი დე­ტა­ლი არ ვიცი, ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ.

– დინა, მა­რის ბო­ლოს რო­დის ესა­უბ­რეთ?

– გუ­შინ, ალა­ვერ­დო­ბას. დღეს აღარ შემ­ხმი­ა­ნე­ბია. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცის, რომ მა­რის ალ­კოჰოლ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, მაგ­რამ შემ­თხვე­ვის დროს ნას­ვა­მი იყო თუ არა, არ ვიცი. დაკ­რძალ­ვის ხარ­ჯებ­ში თე­ლა­ვის მე­რია გვეხ­მა­რე­ბა, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა მა­ინც დაგ­ვჭირ­დე­ბა.

ახლა, თქვენ რომ და­მი­რე­კეთ, მა­რის სახ­ლში მივ­დი­ვარ, უნდა და­ვა­ლა­გო, რომ იქ მო­ას­ვე­ნონ.

– გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დათ მა­რის­თან, ის თქვენ გა­ა­ცა­ნით სა­ზო­გა­დო­ე­ბას…

– არ ვიცი, ამას რო­გორ გა­და­ვი­ტან, ძა­ლი­ან მიმ­ძიმს, ცუ­დად ვარ. სულ ვცდი­ლობ­დი, რომ მა­რის სას­მე­ლი არ და­ე­ლია. ამ დროს ტი­რილს ვი­წყებ­დი, ვთხოვ­დი, გეხ­ვე­წე­ბი, არ და­ლიო-მეთ­ქი. ამ დროს თვი­თო­ნაც ატირ­დე­ბო­და, – ყო­ველ­დღე ხომ აღარ ვსვამ, ხან­და­ხან არა უშავ­სო.

თე­ლავ­ში ყვე­ლას უყ­ვარ­და მარი და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც უამ­რა­ვი შე­ტყო­ბი­ნე­ბა მომ­დის. ყვე­ლა შეძ­რუ­ლია მომ­ხდა­რით…

სრულად წაიკითხეთ სტატია