ევროპარლამენტში
საქართველოს შესახებ
დისკუსია გაიმართა.
ევროპელმა კანონმდებლებმა
საპარლამენტო არჩევნების
შედეგებსა და მასში
რუსეთის სავარაუდო
ჩარევის შესახებ იმსჯელეს.
განიხილეს არჩევნების
შემდეგ ქვეყანაში
არსებული
ვითარებაც. საქართველოსთან
დაკავშირებით რეზოლუციას
ევროპარლამენტარები კენჭს
25-28 ნოემბრის პლენარულ
სესიაზე უყრიან."გულითადად
ვულოცავ "ქართულ ოცნებას"
არჩევნებში გამარჯვებას,
ოპოზიციამ
ერთმნიშვნელოვნად წააგო", -
ამის შესახებ
ევროპარლამენტის წევრმა,
ლუბოშ ბლაჰამ სწორედ
საქართველოს საკითხზე
გამართული დებატებისას
განაცხადა."ქართულ ოცნებას"
ისეთივე [საარჩევნო]
პროგრამა აქვს, როგორც ჩემს
პარტიას. ჩვენ
ვეწინააღმდეგებით
ექსტრემისტურ ლგბტ
იდეოლოგიას და დასავლეთის
მიერ დაფინანსებულ
"მაიდანის" რევოლუციებს.
დღეს [ევროპაში] პროგრესული
ტოტალიტარიზმი გვაქვს.
თავისუფალი აზრის უფლება
არ გაქვთ. დემოკრატია,
როგორც ჩანს,
დასავლეთისთვის მხოლოდ
მაშინ მუშაობს, როდესაც
ისინი იგებენ. ახლა კი
შეშფოთებულნი არიან,
რადგან "ქართულმა ოცნებამ"
მათი ოცნება დაასრულა", -
დასძინა ლუბოშ
ბლაჰამ.საქართველოსთან
დაკავშირებით რეზოლუციას
ევროპარლამენტარები კენჭს
25-28 ნოემბრის პლენარულ
სესიაზე უყრიან.