მართლმადიდებელი ეკლესია
დღეს ნიკოლოზობას
აღნიშნავს. დღესასწაულთან
დაკავშირებით, ტაძრებში
წირვა-ლოცვა აღევლინა. ამ
დღეს იკითხება შემდეგი
ლოცვა:„კანონად
სარწმუნოებისა და ხატად
სიმშვიდისა, და მოძღვრად
მარხვისა გყო შენ
ქრისტემან, სამწყსოსა
შენისათვის ჭეშმარიტებით,
ამისთვისცა მოიგე
სიმდაბლითა სიმაღლე და
სიგლახაკითა სიმდიდრე,
წმიდაო მღვდელთმთავარო
ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა
ღმერთსა შეწყალებად სულთა
ჩვენთათვის."კონდაკი:მირონით
გამო, წმიდაო, მსხვერპლის
შემწირველად გამოსჩნდი,
რამეთუ შენ ქრისტეს
სახიერებაჲ აღასრულე, და
დასდევ სული შენი ერისა
მისთვის შენისა, და იხსენ
უბრალონი სიკვდილისაგან,
ამისთვისცა წმიდა იქმენ
შენ, დიდი მესაიდუმლე
მადლისა ღმრთისა.