დღეს, 15 თებერვალს
მართლმადიდებელი ეკლესია
მირქმის, უფლისადმი
მიგებების დღესასწაულს
აღნიშნავს. ლოცვა, რომელიც
მრევლმა მირქმის
დღესასწაულზე უნდა
წაიკითხოს.„ტროპარი:
გიხაროდენ მიმადლებულო
ღვთისმშობელო ქალწულო,
რამეთუ შენგან
განხორციელდა მხსნელი
სოფლისა, ქრისტე ღმერთი
ჩვენი, იხარებდ შენცა
მოხუცებულო მართალო
სვიმეონ, რამეთუ მიიქუ
მკლავთა შენთა
განმათავისუფლებელი სულთა
ჩვენთა, რომელი
მოგვანიჭებს ჩვენ დიდსა
წყალობასა.კონდაკი: საშო რა
ქალწულებრივი განსწმინდე
შობითა შენითა და ხელნიცა
სვიმეონისნი აკურთხენ
ვითარცა გშვენოდა, უსწვრე
აწცა და გვაცხოვნენ ქრისტე
ღმერთო, დაამშვიდენ
ბრძოლასა შინა მოქალაქობა
ჩუენი და დაიცვენ მეფენი,
რომელნი შეიყვარენ, მხოლოო
კაცთ-მოყვარე.“