ლოჩოშვილი: მჯერა, გავიმარჯვებთ და A დივიზიონში დავწინაურდებით

News.ge 1 თვე წინ 56
ლოჩოშვილი: მჯერა, გავიმარჯვებთ და A დივიზიონში დავწინაურდებით

ჩეხეთთან ერთა ლიგის ბოლო, მეექვსე ტურის მატჩის წინ პრესკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა გააკეთა:
„პირველ რიგში, კონცენტრაცია საკუთარ თავსა და თამაშზე უნდა გავაკეთოთ. მათ მასპინძლის ფაქტორიც დაემხარებათ, მაგრამ ჩვენ აქ მოსაგებად ვართ ჩამოსულნი. ერთ დღეს ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს, ვიმედოვნებ, ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებიც გაიმარჯვებს.
გულშემატკივრებიდან დიდი სითბო იგრძნობა. ევროპის ჩემპიონატზე კი, მაგრამ თბილისში მეტოქემ ბევრი მომენტი ვერ შეგვიქმნა. მთავარი ჩვენი თამაში და დისციპლინა იქნება. ორთაბრძოლებში ძლიერი უნდა ვიყოთ. ყველა პოზიციაზე მაქსიმალურად დავიხარჯები, თუ სად ვითამაშებ, ამას მწვრთნელი
გადაწყვეტს. მჯერა, გავიმარჯვებთ და A დივიზიონში დავწინაურდებით“.

სრულად წაიკითხეთ სტატია