ლოს-ანჯელესის ცენტრში,
სადაც დემონსტრანტები
გამოსვლებს მართავენ,
კომენდანტის საათი
ამოქმედდა. ინფორმაციას CNN-ი
ქალაქის მერზე, კარენ ბასზე
დაყრდნობით
ავრცელებს.ქალაქის
ფართობი, რომელზეც
კომენდანტის საათი
ვრცელდება, დაახლოებით 1,6
კვადრატული კილომეტრია.
როგორც CNN-ს სამართალდამცავ
ორგანოებში წყარომ
განუცხადა, კომენდანტის
საათი ლოს-ანჯელესის
დაახლოებით 100 ათას
მაცხოვრებელს
შეეხება.„ნებისმიერი
ადამიანი, რომელიც უკანონო
შეკრებებში მონაწილეობის
მიღებას ან დანაშაულის
ჩადენას გააგრძელებს,
დაკავებული და
დაპატიმრებული იქნება“, -
ციტირებს ტელეარხი
ლოს-ანჯელესის პოლიციას.