დიდ ბრიტანეთში, WTM London 2024-ის
გამოფენაზე საქართველოს
ტურისტულ პოტენციალს
გაეცნენ.საქართველოს
ტურიზმის ეროვნულ
ადმინისტრაციასთან ერთად
გამოფენაზე ტურიზმის
სექტორიდან 21 კომპანია იყო
წარდგენილი.WTM London 2024-ზე
საქართველოს მონაწილეობის
მნიშვნელობაზე საუბრობს
კომპანია შატო მუხრანის
წარმომადგენელი თაკო
შეროზია.„ჩვენ
ვმონაწილეობდით ლონდონის
უდიდეს გამოფენაზე, WTM-ზე,
რომელიც ძალიან
მნიშვნელოვანი
საქართველოსთვის. აქ
ძალიან ბევრი ახალი
სტრატეგიული პარტნიორი
შევიძინეთ, გამოფენაზე
საქართველოს მიმართ დიდი
ინტერესი იყო.
გაზაფხულიდან ველოდებით
უკვე პირდაპირ ფრენებს
ლონდონი-თბილისის
მიმართულებით და ვფიქრობთ,
რომ ჩვენი ახალი შეძენილი
კონტაქტებით მეტი ტურისტი
გვეწვევა მომავალი წლიდან
საქართველოში და
გაიზიარებს ჩვენს
კულტურას“, - განაცხადა
თაკო შეროზიამ.WTM London 2024-ზე,
საქართველოს სტენდთან,
დამთვალიერებლებს
საშუალება ჰქონდათ
გასცნობოდნენ ქვეყნის
ტურისტულ მიმართულებასა
და ტურისტულ პროდუქტებს.WTM
London 2024-ზე, 180-ზე მეტი
ქვეყნიდან დაახლოებით 4
ათასი ტურისტული კომპანია
და ორგანიზაცია წარსდგა,
გამოფენის ვიზიტორთა
რაოდენობა 40 ათასი იყო