“ლიონმა” მიქაუტაძის მიღებული ყვითელი ბარათი გაასაჩივრა

News.ge 4 დღის წინ 3
“ლიონმა” მიქაუტაძის მიღებული ყვითელი ბარათი გაასაჩივრა

Lyonfoot-ის ცნობით, „ლიონმა“ გიორგი მიქაუტაძის პსჟ-სთან მატჩში მიღებული ყვითელი ბარათი ორშაბათს საფრანგეთის სამსაჯო ტექნიკურ დეპარტამენტში (DTA) გაასაჩივრა.
„ოლიმპიკი“ მიიჩნევს, რომ ჯანლუიჯი დონარუმასთან შეხლა-შემოხლისას მიქაუტაძე გაფრთხილებას არ იმსახურებდა და ყვითელი ბარათის გაუქმებას მოითხოვს, რამეთუ კონფლიქტი მეკარის მიერ იყო პროვოცირებული, რომელმაც გატანილი გოლის შემდეგ მეტოქე წააქცია, მაჯმა ბენუა ბასტიენმა კი არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.
გიორგიმ მიმდინარე სეზონში პირველი ყვითელი ბარათი მიიღო და შემდეგი შეხვედრის გამოტოვება არ მოუწევს.

სრულად წაიკითხეთ სტატია