მეხანძრე-მაშველებს
ლილოში გაჩენილი ხანძრის
ლიკვიდაციისთვის 6 საათზე
მეტი დასჭირდათ, თუმცა,
ცალკეული მხრჩოლავი
კერების ბოლომდე
ჩასაქრობად, რამდენიმე
ბრიგადა ტერიტორიაზე
თითქმის მთელი ღამის
განმავლობაში
დარჩა.ძლიერი ხანძრის
შედეგად, არავინ
დაშავებულა. დამწვარია
ბაზრობის ტერიტორიის
ნაწილი - დაახლოებით 5 ათასი
კვადრატული მეტრი ფართობი,
სადაც მაღაზიები და
საწყობები იყო
განლაგებული. ზარალის
ოდენობის შეფასება
დღეიდან დაიწყება.რა გახდა
ხანძრის მიზეზი,
ჯერჯერობით დაზუსტებული
არაა. ერთ-ერთი ვერსიით,
ხანძარი ტერიტორიაზე
შედუღების აპარატის
გამოყენების დროს ერთ-ერთ
მაღაზიაში გაჩნდა და
მალევე გავრცელდა. ცეცხლის
გაჩენის ერთ-ერთ მიზეზად
სახელდება
ელექტროსადენებიც.
მიმდინარეობს
გამოძიება."დიდი
დაკვამლიანება შევნიშნეთ,
გამოვედით გარეთ.
გადავრეკეთ და მოვიდნენ
სასწრაფოდ მეხანძრეები,
მაგრამ ყველგან იყო უკვე
ცეცხლი, ყველა ფანჯრიდან
გამოდიოდა ცეცხლი. ალბათ
გამოიწვია კაბელებმა", -
ამბობს
თვითმხილველი.თბილისის
საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურის
მთავარი სამმართველოს
უფროსის, ლევან მუსელიანის
ინფორმაციით, ხანძრის
ქრობის პროცესი ნორმალურ
ვითარებაში წარიმართა."112-ში
ინფორმაციის
შემოსვლისთანავე,
მეხანძრე-მაშველებმა
დროულად მოახდინეს
რეაგირება, დროულად
დაიწყეს ხანძრის ქრობა.
ადგილზე მობილიზებული იყო
22 სახანძრო-სამაშველო
ავტომანქანა და 120-მდე
მეხანძრე-მაშველი იყო
მობილიზებული, რომლებიც
ჩართულები იყვნენ ხანძრის
სალიკვიდაციო
სამუშაოებში.
დაშავებულების შესახებ
ინფორმაცია არ შემოსულა", -
აცხადებს ლევან მუსელიანი.