ლიეტუვამ 17 ქართველ პოლიტიკოსს სანქციები დაუწესა

Primetime.ge 1 კვირა წინ 19
ლიეტუვამ 17 ქართველ პოლიტიკოსს სანქციები დაუწესა
ლიეტუვამ კიდევ 17 ქართველ პოლიტიკოსს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, სანქციები დაუწესა - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ X-ზე წერს."ლიეტუვა ქართველი ხალხის და მათი ევროპული ოცნების გვერდით დგას. ესტონეთთან კოორდინაციით, ჩვენ გავაფართოვეთ სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია კიდევ 17 პირის დამატებით, მათ შორისაა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე", - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.მისი თქმით, ლიეტუვა არ შეეგუება მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის მიმართ ძალადობას და ჩაგვრას."ერთობლივი, ევროკავშირის დონეზე მოქმედების დროა", - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.
სრულად წაიკითხეთ სტატია