800 000-მა ადამიანმა ხომ მისცა
ხმა ოპოზიციას ამ
ოფიციალური მონაცემებით
და იმისი ერთი პროცენტის
გალვანიზაცია ვერ
მოახერხეს, რადგან
ლიდერშიპის კრიზისია
ქვეყანაში, – ამის შესახებ
„ფედერალისტების“
ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ
ჩერგოლეიშვილმა
საზოგადოებრივი
მაუწყებლის ეთერში
განაცხადა.„ქართულმა
ოცნებამაც“ რა ხმებიც
მიიღო იქ, მნიშვნელობა არ
აქვს, გაყალბებით,
გაუყალბებლად თუ როგორ,
იმიტომ ხომ არ მიიღო, რომ
„ქართული ოცნებაა?“ იმიტომ
მიიღო, რომ სტატუსკვოს
დაუჭირა მხარი, ხომ?
ცვლილებებს არ დაუჭირა იმ
ხალხმა მხარი და არა იმას,
რომ ბიძინა ივანიშვილზე
მზე და მთვარე ამოსდის. ეს
ჩანს, ყველა კვლევაში ჩანს
საერთოდ, მოსახლეობის დიდი
უმრავლესობა ამბობს, რომ
მის ინტერესებს არცერთი
პარტია არ განასახიერებს.
ამიტომ ეს ხალხი მიდის,
არჩევნებში ხმას აძლევს,
რადგან იცის, ეს
ვალდებულებაა. მეც წავედი
არჩევნებში და ხმა მივეცი
ბიძინა ივანიშვილის
წინააღმდეგ. მე მინდოდა,
ჩემი ქვეყნის ევროპული
მომავალი გადამერჩინა,
რადგან მე, იმ ხალხისგან
განსხვავებით, რომლებმაც
ჯერ კიდევ მისცეს ნდობის
კრედიტი ბიძინა
ივანიშვილს იმის იმედით,
რომ ევროპაში წაიყვანდნენ,
ვიცოდი, რომ უნდა ვუღალატო
ჩემს ისტორიულ მისიას, ჩემს
მიზანს და ჩემს ამოცანას,
რომ ეს ქვეყანა გახდეს
უსაფრთხო, მშვიდობიანი
ევროპული რესპუბლიკა, თუ მე
ბიძინა ივანიშვილს
დავუჭერ მხარს. ამიტომ თავს
ძალა დავატანე, ვინც ძალიან
არ მომწონს, იცით, რომ
ოპოზიციური პარტიები არ
მომწონს, მე თვითონ
ანტისისტემური ელემენტი
ვარ, მე თვითონ მდევნის
ოპოზიციური სისტემა და
დაბლოკილი ვარ ყველა
ეთერში. ახლა აქ რომ ვზივარ,
ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი
ყველაზე ფართო
აუდიტორიისთვის მიმართვა
ტელემედიის გავლით“, –
განაცხადა
ჩერგოლეიშვილმა.„იმიტომ
ვსაუბრობ, რომ აქციამაც
ამაზე საუბარი დაიწყოს.
უნდა დავიწყოთ
პოლიტიკურმა ლიდერებმა,
სპიკერებმა, რომლებსაც
აქცია თვითონ წარმოშობს, თუ
მას სუნთქვის
შესაძლებლობას მივცემთ და
არავინ არ დაეპატრონება“, –
განაცხადა
ჩერგოლეიშვილმა.როგორც
ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა,
აქვს სალომე ზურაბიშვილის
იმედი, რომ ის შეძლებს
ინკლუზიური პროცესის
შექმნას, ოთხ პარტიას და
ბიძინა ივანიშვილს არ
მისცემს შესაძლებლობას,
მათ პროცესი
მიისაკუთრონ.მაკა
ცინცაძის შეკითხვაზე, „სად
ხედავს ამ დროს 1 200 000
ამომრჩეველს, რომელმაც ხმა
მისცა „ქართულ ოცნებას““,
ჩერგოლეიშვილმა
განაცხადა, რომ როცა
ოპოზიციაც გაფართოვდება
და თავისუფალი
კონკურენცია შეიქმნება,
ისინიც შევლენ
პროცესში.„მე მინდა,
გადადგეს პრემიერი, ორ
კვირაში დაინიშნოს
არჩევნები, სამ თვეში
ჩატარდეს ახალი არჩევნები
და გადადგეს სუს-ის უფროსი,
პროკურორი და მთელი
ძალადობრივი ვერტიკალი,
რომელიც აკონტროლებს
არჩევნებს და ჩატარდეს
თავისუფალი არჩევნები“, –
აღნიშნა თამარ
ჩერგოლეიშვილმა.შეკითხვაზე,
„რა ხდება იმ შემთხვევაში,
თუ რიგგარეშე არჩევნებში
კვლავ „ქართულმა ოცნებამ“
მოიგო, რომელსაც მხარი
დაუჭირა 1 200 000-მა ადამიანმა“,
ჩერგოლეიშვილმა
განაცხადა: „როგორ უნდა
მოიგოს ხელისუფლებამ,
არჩევნებზე თუ წამოგვყვა
ხელისუფლება, უკვე
დამარცხებულია, ხომ?“წყარო:
1tv.ge