ლიბერთიმ Diebold Nixdorf-ის ჯილდო მიიღო

Alia 2 თვის წინ 156
ლიბერთიმ Diebold Nixdorf-ის ჯილდო მიიღო

3 ოქტომბერი, 2024 – ,,ლიბერთი ბანკი“ დასახელდა საბანკო ინოვაციების სფეროში ლიდერ კომპანიად EMEA რეგიონში საერთაშორისო კომპანიების Penki Kontinentai Group-ისა და Diebold Nixdorf -ის მიერ და გადაეცა ჯილდო “Leading Innovator in Banking Functionality Award 2024” ბანკომატებში მომხმარებელთა მომსახურებისა და ტექნოლოგიების სრულყოფისთვის.

ასევე, Penki Kontinentai Group-სა და ლიბერთის შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მომავალში სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელებითვალისწინებს.

ლიბერთი, უკვე რამდენიმე წელია მოწინავე პოზიციას იკავებს საქართველოს ფინანსურ სექტორში ინოვაციებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით. ბანკი წარმატებით პარტნიორობ Penki Kontinentai Group-თან, და მათ შორის BS/2 და ASHBURN International-თან, რომლებიც ჯგს შვილობილ კომპანიებს წარმოადგენენ. მათთან თანამშრომლობით წარმატებით დანერგა უახლესი ტექნოლოგიები საბანკო ოპერაციების გასაუმჯობესებლად.

დღეისათვის, ლიბერთი მომხმარებელს სთავაზობს 15-ზე მეტ ინოვაციურ ფუნქციონალს ბანკომატებში. მათ შორისაა: საერთაშორისო გზავნილების მიღება, სამომხმარებლო სესხის აღება, სოციალური მომხმარებლისთვის კომუნალური სერვისების გადახდადა თანხის შეტანა იურიდიული პირის ანგარიშზე.

,,ეს ჯილდო არის ლიბერთი ბანკის ლიდერობის დადასტურება საბანკო ინოვაციებში. ჩვენმა პარტნიორობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა წინსვლისკენ და აღტაცებით ვადევნებთ თვალს, თუ სად მიგვიყვანს იგი მომავალში. ლიბერთი ხედვა ემთხვევა ჩვენს მისიას, ხელი შეუწყოციფრულ ტრანსფორმაციას საბანკო საქმეში. ვამაყობთ, რომ აღვნიშნავთ მათ მიღწევებს და მიზნად ვისახავთ ხანგრძლივ პარტნიორობას”იდრაკას დადაშოვასი, Penki Kontinentai Group-ის საბჭოს თავმჯდომარე.

,,ჩვენთვის, ძალიან სასიხარულოა ეს საერთაშორისო აღიარება და პარტნიორების მხრიდან მნიშვნელოვანი ჯილდოს მიღება. აღნიშნულ კომპანიებთან Penki kontinentai Group და Diebold Nixdorf,  მრავალწლიანი დაწარმატებული თანამშრომლობა  გვაკავშირებს. მათი მხრიდან ასეთი აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმს და ლიბერთის, როგორც ინოვატორი ბანკის პოზიციას რეგიონში.  

ლიბერთის სტრატეგიაა უნივერსალიზაცია და ყველასაბანკო სერვისიაციფრულება და დღეს, Penki Kontinentai Group – თან გაფორმებულიურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ინოვაციების დანერგვისა და განვითარების კუთხით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. “გიორგი ქოროღლიშვილი, ლიბერთის ციფრული ბანკინგისა და ინოვაციების ოფისის ხელმძღვანელი.

(R)

The post ლიბერთიმ Diebold Nixdorf-ის ჯილდო მიიღო appeared first on .

სრულად წაიკითხეთ სტატია