"ლელოს" ლიდერი ბუკა
პეტრიაშვილი მადლობას
უხდის ლიეტუვას ელჩსა და
თემურ ჯანჯალიას
გადადგომისთვის. ამის
შესახებ ბუკა პეტრიაშვილი
სოციალურ ქსელში
წერს:"გუშინდელი ღამის
სპეცოპერაციის და
მიღებული გაზის დოზის
გათვალისწინებით ახლა
მინდა მადლობა გადავუხადო
თემურ ჯანჯალიას, რომელიც
მინისტრის მოადგილის
თანამდებობიდან გადადგა!
ღირსეული კაცია - ჰაერზე არ
ვამბობ - საქმითაც და
პიროვნულადაც ბევრჯერ
მინახავს! აქვე მადლობა
ლიეტუვაში ელჩის
თანამდებობიდან გადამდგარ
სალომე შაფაქიძეს -
პროფესიონალს, რომელიც
ქვეყანას აუცილებლად
გამოადგება ევროპულ და
ევროატლანტიკურ
ინტეგრაციის დიდ მიზნებში!"
- წერს პეტრიაშვილი.