საპარლამენტო კომიტეტის
თავმჯდომარის პირველი
მოადგილე დავით
მათიკაშვილი „ფეისბუქში“
გამოქვეყნებულ „ლელოს“
პოლიტიკურ პოსტებს
ეხმაურება, რომელსაც
პარტია ისე არეკლამებს, რომ
ამ რეკლამაში გადახდილი
თანხა კონფიდენციალური
დარჩეს.დავით მათიკაშვილი
აცხადებს, რომ „ლელოს“
მხრიდან თაღლითობა არავის
უკვირს.„ლელო“ და
თაღლითობა იმდენად
ასოცირდება ბევრ
შემთხვევაში, რომ რაღაც
რეკლამაზე კონკრეტული
ტექსტის ნაკლებობა არავის
უნდა გაუკვირდეს. იმიტომ,
რომ ხაზარაძესთან
მიმართებით ეს
მანიპულაციები მუდმივად
მოსდევს ამ პოლიტიკურ
მოძრაობას. დანარჩენი
ყველა ვალდებულია
შეასრულოს კანონი და
კანონის მოთხოვნები და თუ
რამეს ითხოვს კანონი ის
უნდა იყოს შესრულებული,
წინააღმდეგ შემთხვევაში
არსებობს შესაბამისი
ინსტანცია, რომელიც
წინასაარჩევნო პროცესის
კანონიერებაზე
ზედამხედველობს და მის
მიერ გამოყენებული
სანქცია არავის უნდა
გაუკვირდეს “, - განაცხადა
დავით
მათიკაშვილმა.„ლელო“
სოციალურ ქსელ ფეისბუქში
პოლიტიკურ პოსტებს
აქვეყნებს, შემდეგ ისე
არეკლამებს, რომ ამ
რეკლამაში გადახდილი
თანხა კონფიდენციალური
დარჩეს. ეს მაშინ, როდესაც
პოლიტიკური რეკლამის
ფინანსური წყარო, ზოგადად,
საჯარო და გამჭვირვალეა.
„ლელოს“ რეკლამების
ნაწილი „ფეისბუქმა“
შეაჩერა ავტორიზების
გარეშე პოლიტიკური
შინაარსის პოსტების
დარეკლამების გამო.