
“ყოველთვის ვიყავი აზერბაიჯანის მადლიერი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს ტერიტორიული მთლიანობის და დევნილთა დაბრუნების საკითხში მხარდაჭერის გამო. გასაგებია, რომ ეს პრობლემა მათთვისაც მტკივნეული იყო და სოლიდარობაც ძალიან პრაგმატული. ეს ორივეს ინტერესებში შედიოდა. ყოველთვის მქონდა იმედი, რომ სომხეთი იპოვნიდა ძალას და გათავისუფლდებოდა ყარაბაღის მძევლობისაგან. ამას ჩემი ყოფილი სტუდენტებიც დაადასტურებენ, რომლებასაც ყარაბაღის კონფლიქტის ანატომიას ვუხსნიდი . იყო შემთხვევები, როდესაც ეს საკითხი ერთდროულად ქართველი, თურქი და სომეხი სტუდენტებისთვის უნდა მიმეწოდებინა. დანის პირზე გავდიოდი, რომ არცერთისთვის მეტკინა, მხოლოდ ობიექტურობის ხარჯზე. არასდროს ვყოფილვარ ალიევის ფანი, ყოველთვის კრიტიკულად ვაფასებდი და ვაფასებ მის პოზიციებს პოლიტიკური ოპონენტების და ზოგადად , სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლების მიმართ. მაგრამ უნდა ითქვას, რომ საოცრად პრაგმატული სახელმწიფოებრივი პოლიტიკა აქვს. ისე მოხდა, რომ აზერბაიჯანის ლიდერთანაც და ნიკოლ ფაშინიანთან მქონია შეხვედრის შესაძლებლობა. ფაშინიანი გავიცანი არაფორმალურ ვითარებაში სომხეთში ფესტივალზე ” ღვინო და ჯაზი” , ალიევთან ოფიციალურ შეხვედრებზე მომიხდა ყოფნა, მათ შორის , თბილისის მეჩეთში და ბაქოშიც. ორი სრულიად განსხვავებული ლიდერია, განსხვავებული ქცევის და აზროვნების მოდელით. რაც საერთო აქვთ, ეს არის დიდი სურათის ხედვის და სტრატეგიული გააზრების უნარი. გარდა ამისა ორივეს მოქმედების მთავარი მოტივატორი სახელმწიფო ინტერესია. ანგელოზები არ არიან, ყველა ის ცოდვა ამძიმებთ, რაც ძალაუფლებას თან ახლავს, თუ ზომიერების გრძნობა გღალატობს. სწორედ ამ ორი ლიდერის კონფლიქტზე და თანაარსებობის შესაძლებლობაზეა კავკასიის მომავალი დამოკიდებული. უბრალოდ, ბედის ირონიაა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის დღეს მათ გვერდზე ასევე ფართო სურათის ხედვით და სტრატეგიული აზროვნების უნარით, ასევე სახელმწიფო ინტერესებით მოტივირებული , თავისი შეცდომებით და დარღვეული ოქროს შუალედით. ისე მოხდა, რომ მიშასთან პერსონალური შეხება ამ ორ ლიდერზე ნაკლებად მქონია. ესეც ბედის ირონიაა. მაგრამ კავკასიის რეგიონის გადაფორმატირებისათვის და მისი მომავალი ფუნქციის განსაზღრისათვის დღეს არსებულ ფაზლს მიშა ნამდვილად აკლია. ახლა, შემომესიეთ ტროლ – ბოტები, ხსნილი გაქვთ ურტყათ კედელს თავები!” – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა.