ლევან ხაბეიშვილი - ბოლო ჟამი დგას, შეუძლებელია, ეს ქართველმა ხალხმა არ გამოიყენოს

Primetime.ge 5 საათი წინ 6
ლევან ხაბეიშვილი - ბოლო ჟამი დგას, შეუძლებელია, ეს ქართველმა ხალხმა არ გამოიყენოს
ქალბატონებს სცემდნენ, აფურთხებდნენ, ეს იყო მდინარაძესთან შეთანხმებული. დღეს, 20:00 საათზე მაქსიმალურად ბევრი ადამიანი უნდა შეიკრიბოს და პასუხი იყოს, ცხადია, მშვიდობიანი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.ხაბეიშვილი მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან დაპირისპირებას გამოეხმაურა.„ეს იყო მდინარაძესთან შეთანხმებული, მდინარაძე გახდა ახლა რკინის ხელი, ეს ფაფაცუა. დავალება მისცა, მიდით და დაამტკიცეთ, რომ კაცები ხართო. ოღონდ დაამტკიცეს, რომ აბსოლუტური ლაჩრები არიან. ქალბატონებს სცემდნენ, აფურთხებდნენ, ხელს ურტყამდნენ, ცხადია, შეთანხმებული იყო. მილიციელები რომ იდგნენ, თავზე დააფურთხეს იმათ, შეთანხმებული რომ არ ყოფილიყო, ვინმეს არ დააკავებდნენ? ცხადია, დააკავებდნენ. უნდა გვესმოდეს, რომ ეს იყო ივანიშვილის ისტერიკა. ეს გამოვლინებაა, ბოლო ჟამია. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ბოლო ჟამი დგას, შეუძლებელია, ეს ქართველმა ხალხმა არ გამოიყენოს. დღეს, 20:00 საათზე მაქსიმალურად ბევრი ადამიანი უნდა შეიკრიბოს და პასუხი იყოს, ცხადია, მშვიდობიანი. ჩვენ უფრო მეტი ვიქნებით ყოველდღე და 4-ში საერთოდ თქვენ აღარ იქნებით“,  – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია