“რამე რომ არ გაქვს ეგ უფრო მტკივნეულია თუ რამეს რომ წაგართმევენ?
მეორე ხო?
ხოდა მგზავრების ქცევა ბევრად უფრო მტკივნეულია დღეს, ვიდრე ეს იქნებოდა, მათ თავიდანვე უარი რომ ეთქვათ. ამას ვერც გავიგებდით. ოცნებისთვის ასეთი ღია პანჩური ბევრად მტკივნეულია, ვიდრე ფარული უარი. კალაძემ დაკარგა შანსი დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერის ფონზე გამოემზეურებინა არმანის ახალი გარმონი შარვალი.
ამას გარდა, ამ უარს მოჰყვა ღია დაცინვა ომის პარტიასთან და ლიბერალურ ფაშიზმთან დაკავშირებით. ძალიან სწორი განცხადება გააკეთა მგზავრებმა და ძალიან ეტკინა ოცნებას.
აი ამ ფონზე ისევ მგზავრებს აგინო, რატომ 2012 წლიდან არ აგინებდი ოცნებასო არის ტაქტიკური სიბეცე. შეიძლება მართალი იყოს, მაგრამ მაინც სიბეცეა.
დღეს ყველა მოკავშირეა ვინც ოცნების გაშვებაში დაგვეხმარება. ყველა. არ გვაქვს იმის ფუფუნება რომ იქით ვაგინოთ ერთმანეთს. ამაში ქოცები გვჯობნიან. ქოცი ქოცის ტყავს არ დახევს. მესმის რომ ამის გამოც არიან ქოცები და ჩვენ არა, მესმის რომ ჩვენი ძალა სწორედ რომ ჩვენი მრავალფეროვნებაა, მაგრამ ეს ასევე ხანდახან შეიძლება ჩვენი სისუსტეც იყოს.
ერთი კვირა დარჩა. ერთი. იქნებ მოვინდომოთ რომ ამ დღემდე ერთად მივიდეთ და არა ცალცალკე,” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე.
ცნობისათვის, ჯგუფმა”მგზავრებმა” 20 ოქტომბერს, ზღვისუბნის პარკის გახსნასთან დაკავშირებით გასამართი კონცერტი იმ მოტივით გააუქმა, რომ ყველა ოპოზიციის მიერ დაგეგმილ მარშზე უნდა წავიდეს.