
ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:
მარტივი გეგმა იყო: რუსეთი იგებს ომს; დიქტატორები(ქოცების ენაზე – ტიპები) ახალ მსოფლიო წესრიგს ამყარებენ, სადაც დემოკრატია აღარ არსებობს; ქოცებს ამ სამყაროში 3+3 ფორმატს სთავაზობენ; ქოცები რუსებს ომების გამო ბოდიშს უხდიან და ამ გაერთიანებაში შედიან; ბიძინა აქ მართავს სიკვდილამდე; მერე უტა; მერე მზეჭაბუკი; მერე ვამეხ პირველი; მერე ბიძინა მეორე და ა.შ.; პაპუაშვილები ხდებიან გომბორის ერისთავები; ზარქუები მარტვილის…
ყველა გეგმა ჩაიშალა, როდესაც უკრაინამ წინააღმდეგობის გაწევა გადაწყვიტა. მას მერე ყველაფერი უკუღმა მიდის. ჩვენი წინააღმდეგობაც ამოვარდნილია გეგმიდან. ჯერ კიდევ დეკემბერში უნდა შევთრეულიყავით სახლებში.
და გუშინის მერე, სამს პლუს სამი კი არა, სჯობს მომავალ კვირას შვიდი ვიზიტი ჩანიშნონ უნგრეთში და სამი მილანის მერთან, იქნებ საერთოდ ვინმემ ხმა გასცეს დასავლეთში.
მაინც არაფერი გამოუვათ. იმიტომ, რომ არჩევანი უკვე გაკეთებული აქვთ. იმიტომ, რომ ირანში უკვე ნამყოფები არიან სატირალში. იმიტომ, რომ საკუთარ ხალხს უკვე უღალატეს.
რაც მალე გააცნობიერებენ ამას ნაკლებად გასვრილი ქოცები, მით უკეთესი იქნება. ბევრად უმტკივნეულო იქნება მათთვისაც და ჩვენთვისაც. სხვა შედეგი მაინც არ დადგება და ტყუილად რატო უნდა ვიჭიდაოთ?