ლევან ღამბაშიძე: ის რომ ასეთი რამის გაკეთება ადამიანურად არ შეიძლება, ეს ყველა საღად მოაზროვნე, ზნეობრივი ადამიანისათვის თავისთავად ცხადია

News.ge 3 საათი წინ 2
ლევან ღამბაშიძე: ის რომ ასეთი რამის გაკეთება ადამიანურად არ შეიძლება, ეს ყველა საღად მოაზროვნე, ზნეობრივი ადამიანისათვის თავისთავად ცხადია
ფილოსოფოსი :
ამ არაკაცების დაჯგუფებამ ისევ დააბრუნა რეკლამები ომსა და მშვიდობაზე. აი, ში ომია და ჩვენ კი ვირჩევთ მშვიდობას.
ის რომ ასეთი რამის გაკეთება ადამიანურად არ შეიძლება, ეს ყველა საღად მოაზროვნე, ზნეობრივი ადამიანისათვის თავისთავად ცხადია.
მაგრამ ისიც უკვე ცხადია, რომ ზნეობრიობის ხსენება რეჟიმის მომხრეებთან აზრსმოკლებულია. ამიტომ აღვიჭურვოთ ლოგიკური არგუმენტებით, ვაი და ასეთთან მოგვიწიოს კამათი:
1) ომი უკრაინის ასარჩევი იყო? და რა არ გააკეთა უკრაინამ, რომ ამ არჩევანის წინაშე არ დამდგარიყო? შეჭრის დღემდე ზელენსკი იხვეწებოდა ყველაფერზე თანახმა ვარ, ოღონდ ომი ავირიდოთ თავიდანო. უკრაინას ომი არ აურჩევია. ომი აირჩია რუსეთმა. უკრაინამ კი ომის გამოცხადების შემდეგ აირჩია ბრძოლის მიღება.
2) “ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას” – და უკრაინას რას და რას შორის ჰქონდა არჩევანი? მშვიდობასა და ომს შორის ხომ? და თუ უკრაინამ ომი აირჩია, აირჩია იმიტომ, რომ არ ეღალატა მისი დასავლური არჩევანისთვის, არ ეღალატა მისი სუვერენიტეტისთვის, არ ეღალატა მისი დამოუკიდებლობისათვის. ანუ უკრაინამ აირჩია ომი და არ აირჩია დანებება. სხვა ვარიანტი ხომ არ არსებობს?
და თუ არ არსებობს, ჩვენ რომ პარალელს უკრაინასთან ვაკეთებთ და ვამბობთ “მშვიდობას” ვირჩევთო, გამოდის რომ დანებებას ვირჩივთ ხომ? (თუ ვერ ხვდებით, პასუხია – კი.)
3) არჩევანი სამი ეტაპისაგან შედგება: ა) იდეა არჩევანის შესახებ – “მე მინდა”; ბ) გეგმა არჩევანის განსახორციელებლად – “როგორ?”; გ) არჩევანის განხორციელება.
როდესაც რეჟიმი ამბობს, რომ მშვიდობას ირჩევს, რას გულისხმობს? მშვიდობა გვინდა? ვის არ უნდა? დამისახელეთ ადამიანი საქართველოში, ვისაც არ უნდა მშვიდობა. ამის ვარაუდი, რომ ვინმე ირჩევს ომს და მხოლოდ რეჟიმი ირჩევს მშვიდობას, არის ბოდვა.
შესაბამისად, ან რამე სამშვიდობა გეგმა იგულისხმება ან უშუალოდ მისი განხორციელება.
გეგმის შესახებ რა ვიცით? რამე დოქტრინა იცით, რომელსაც რეჟიმი ხალხს აცნობს? რამე კოალიციაზეა საუბარი? რამე სამშვიდობო შეთანხმებია ხელმოწერის სურვილზე? არა. არავის არანაირი გეგმა არ განუხილავს, რომელიც მშვიდობის არჩევანს გაამყარებდა.
დარჩა უშუალოდ არჩევანის განხორციელება. და რა გააკეთა რეჟიმმა “მშვიდობის” მისაღწევად? დაკარგა ყ ვ ე ლ ა დასავლელი პარტნიორი, რუსეთზე ჩამოკიდა ეკონომიკა, გააჩერა ყველა სტრატეგიული პროექტი, კანონმდებლობა რუსულ მოდელთან სინქრონში მოიყვანა, ერჩის ყველას, ვინც საქართველოში რუსეთს ერჩის, თაბამშრომლობს ს სპეცსამსახურებთან…
ხოდა ამ ყველაფერს ისევ ჰქვია დანებება. ანუ ასე ადგა და დანებდა. მშვიდობა კი არ აირჩია – დანებდა. დანებებაც ჰგავს მშვიდობას, ოღონდ ის მისი ლანდია მხოლოდ.
4) თუ არჩევანის წინაშე ვიდექით, რომ ჩვენთან ომინდაწყებულიყო, და თუ ეს არჩევანი ახლაც დგას, რა გააკეთა რეჟიმმა იმისათვის, რომ მიეღო ამ შესაძლებლობის მაქსიმალურად შემცირების გარანტიები? რამე სპეციალური პოლიტიკა ხომ უნდა გაეტარებინა? რახან მეპრე ფრონტის აქედან გახსნა შესაძლებელი, იქიდანაც ხომ არის ამის შანსი? ვაი და ჩვენ არა და რუსეთი გვიხსნის მეორე ფრონტს, როგორ მოემზადა რეჟიმი ამ სამი წლის განმავლობაში? შეიარაღება გვაქვს უკეთესი? მოქალქეებმა გაიარეს სამხედრო წვრთნა? ქალაქებში და სოფლებში სირენები კიდია და სწავლებები ჩატარდა რომ თავშესაფრისკენ სვლა გაუმარტივდეთ მოქალაქეებს? სკოლებში შემოიღეს სამხედრო სწავლება?
არაფერი.
ახლა ეს შეკითხვა დასვით: თუ სამი წელი საქართველოს სახელმწიფოს წინაშე დგას უდიდესი რისკი, რომ ჩვენთან ომი დაიწყება, რატომ არაფერი არ გააკეთა რეჟიმმა იმისათვის რომ სახელმწიფო და საზოგადოება ამისათვის მომზადებული ყოფილიყო?
ამას ორი ახსნა აქვს მხოლოდ: იმიტომ, რომ ეს საფრთხე არ არსებობს ან იმიტომ, რომ რეალურად ომის შემთხვევაში რეჟიმს სრული კაპიტულაცია აქვს გადაწყვეტილი და ამიტომაც, რაც უფრო დემორალიზირებული ეყოლება ჯარი და საზოგადოება, რაც უფრო ნაკლები წინააღმდეგობა შეხვდება მტერს და კოლაბორანტებს, მით უფრო მარტივად შეძლებს ის საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას.
ძალიან მოკლედ, ჰკითხეთ რეჟიმის ყველა მხარდამჭერს, როგორ გადააზღვია რეჟიმმა მათი უსაფრთხოება იმ შემთხვევისთვის, თუკი ბიგთეისთი აქ გაიმარჯვებს და ომს დაიწყებს რუსეთთან.
არ გადაუზღვევია. ხოდა აუხსენით, რომ რეჟიმს ის ფეხებზე ჰკიდია. ისევე როგორც საქართველოს თითოეული მოქალაქე, ერთის გარდა.
იქნებ ამან აუხილოს ვინმეს თვალი.
სრულად წაიკითხეთ სტატია