ლევან ღამბაშიძე: გუშინ ჩემი მეგობრების 12 წლის ბავშვს დაურეკეს, პოლიციიდან ვართ, მამათქვენი დაჯარიმებულია და უთხარი გადმოგვირეკოსო

News.ge 1 კვირა წინ 14
ლევან ღამბაშიძე: გუშინ ჩემი მეგობრების 12 წლის ბავშვს დაურეკეს, პოლიციიდან ვართ, მამათქვენი დაჯარიმებულია და უთხარი გადმოგვირეკოსო
“გუშინ ჩემი მეგობრების 12 წლის ბავშვს დაურეკეს, პოლიციიდან ვართ, მამათქვენი დაჯარიმებულია და უთხარი გადმოგვირეკოსო.
ბავშვის ნომერი გაიგეს და მშობლების ვერ? ბავშვთან დარეკვა ჩვეულებრივი რუტინული პრაქტიკაა? თქვენმა შვილმა რომ გითხრათ, პოლიციელმა მითხრა მამამ გადმომირეკოსო, სანამ იმ პოლიციელამდე მიხვალთ ძვლებშინდასალეწად, მანამდე რამდენ რამეს დაამსხვრევთ ბრაზისგან?
ხოდა ეს თქვენი ქოცური მორალური ჭყლოპინი იმასთან დაკავშირებით რომ თურმე პროტესტის ესა თუ ის ფორმა განწყობას გიმღვრევთ, გთხოვთ იმავე თაროზე შემოდეთ, სადაც უკვე რამდენიმე თვეა მოთავსებული გაქვთ სინდისი, ნამუსი, მეგობრობა, კეთილსინდისიერება, ადამიანობა, ღირსება, ვაჟკაცობა და კიდევ ბევრი ისეთი თვისება, რომელიც წესით საჭიროა, იმისათვის რომ საკუთარ თავზე ფიქრისას გული არ გერეოდეს.
მაგ გულისრევას ერთხელ რომ გაატანინეთ, აწი აღარაფერი შეძლებს თქვენს შეძვრას და გთხოვთ ნუ თვალთმაქცობთ, რომ ამ ჩამოქცეულ სამყაროში აი კონკრეტულად “მთავრობის” მოწინააღდეგეთა ქმედებები გირევთ გულს. არ გვჯერა. ვიცით, რომ ყველაფერს მშვენივრად ინელებთ,” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი .
სრულად წაიკითხეთ სტატია