
“დასავლეთში არ არსებობს პუტინზე კითხვის ნიშანი რომ ის დიქტატორია, ოპონენტებს არათუ დევნის, არამედ ხოცავს, ომის დამნაშავეა, მაგრამ მაინც უწოდებენ პრეზიდენტს. გიჟს, მანიაკს, ავტორიტარს ელაპარაკებიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მის მხარეს არიან.
ასეა ოცნებასთანაც – კი, კარგი იქნებოდა მინისტრი რომ არ ეწოდათ, მაგრამ ფაქტია ივანიშვილს ხელისუფლება აქვს მიტაცებული, პოლიტპატიმრები ტყვედ აყვანილი და არჩევნები დასანიშნი. ასეთ რეჟიმებს ან ელაპარაკებიან დათმობებზე, ან ტრამპის რიტორიკით ესაუბრებიან – დაბომბვითა და განადგურებით ემუქრებიან, რაც ჩვენ რეალობაში უბრალოდ წარმოუდგენელია.
ამავე ლოგიკით, ახალი არჩევნები მიხეილ ყაველაშვილმა უნდა დანიშნოს. ესეთ ვითარებაში როგორ ვიქცევით? ვუბრუნდებით მრგვალი მაგიდისა და კონგრესის ეპოქაში და ვხოცავთ ერთმანეთს ვინ უნდა ჩაატაროს არჩევნები?
ამერიკის საელჩოს განცხადებაში ბევრად უფრო საინტერესო დეტალებია ჩადებული:
1. საქართველო მოექცა პრეზიდენტ ტრამპის და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ყურადღების ქვეშ. დღის წესრიგში დავბრუნდით;
2. ოცნებისთვის რაიმე სახარბიელო ცნობა რომ გადაეცათ, როგორ გგონიათ, გუშინ საღამოსვე პროპაგანდისტული მედია ამ ინფორმაციას არ გაჟონავდა?
3. ოცნებას გააცნეს ის ნაბიჯები, რომლებიც მათ გადასადგმელი აქვთ ურთიერთობის ნორმალიზებისთვის. მივაქციოთ ყურადღება სიტყვა ნაბიჯებს. რა შეიძლება იყოს ეს რთული სათქმელია, მაგრამ ოცნებისთვის დამამშვიდებელი არაფერი იქნება. შეიძლება იყოს რუსული კანონის გაწვევა, პოლიტპატიმრების განთავისუფლება, ახალი არჩევნები, ახალი ცესკო – ბევრი ვარიაციაა, მაგრამ არაფერი ქოცებისთვის სახარბიელო;
4. მნიშვნელოვანი ასპექტია ბოლო ჩანაწერი – ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება. ანუ ურთიერთობა გაფუჭებულია და ოცნების მხრიდან ამერიკელები თვალებში ნაცრის შეყრით აღარ დაკმაყოფილდებიან.
მოკლედ, არც ზედმეტი გოდება ვარგა, არც ზედმეტი მოლოდინების შექმნა.
ფაქტია, კრიზისი შევქმენით: ოცნებას არალეგიტიმურობის დამღა აქვს, ამერიკასთან ურთიერთობა ჩამონგრეულია, ივანიშვილი იზოლაციაშია, ხალხი ქუჩაშია!” – წერს სოციალურ ქსელში ლევან სანიკიძე.