
ლევან სანიკიძე:
მზია ამაღლობელს 2 წელი მიუსაჯეს.
საყურადღებო ამბავი მოხდა: მოსამართლემ ისე გადააკვალიფიცირა საქმე, რომ ფაქტობრივად პროკურატურის ფუნქცია შეითავსა.
გადასარევად იციან არამხოლოდ ოპოზიციური, არამედ შიდა განწყობებიც – ქოცების უმრავლესობასაც ძალიან აწუხებდა რაც მზიას თავს ხდება. მთლად ბოლომდე უკან ვერ დაიხევდნენ, ამიტომ სანქცია შეამსუბუქეს და თავის გამოძრომას ასე ცდილობენ.
ზუსტად იგივე მოხდა ორი დღის წინ, როცა ღალატის კომისიამ 2008 წლის ომზე დასკვნის გამოქვეყნება გადადო.
ეშინიათ ქოცებს, მაგრად ეშინიათ.
ეშინიათ ჩვენი, ხალხის ეშინიათ!
იციან რომ მუხტი მზარდია და ქუჩაში გადავა, ამიტომ ამ მუხტის უნიჭოდ მართვას შეეცდებიან. ამიტომ დაიწყეს პრევენციული საუბარი და დამუშავება, რომ რა მოხდა თუ უვიზო გაუქმდება, რა მოხდა თუ “მეგობარი აქტს” მიიღებენ, რა მოხდა თუ 2008 ქლის ომზე მაშინდელ უმაღლეს მთავარსარდალს და ჯარს გაასამართლებენ. მზიას პროცესიც მორიგი “რა მოხდაა”, რომელსაც დღეს კუთხეები მოუმრგვალეს.
ამიტომ მჯერა სექტემბერში ახალი მუხტის წამოწყების, ჩვენ კი არ უნდა ვუძლებდეთ, აქეთ უნდა გვიძლებდნენ.
ქვეყნის შიგნით და გარეთ პლანეტები საჩვენოდ ლაგდება, ამის გამოუყენებლობა არ იქნება. თუ ეს ფაქტორებიც ვერ გამოვიყენეთ, მერე ნამდვილად გადაგვივლიან, რაც უბრალოდ არ უნდა დავუშვათ
მჯერა, რომ ეს ბოლო ქოცური შემოდგომაა!