
“დასრულდა “პიჯაკების საქმე”.
ეს იყო პროპაგანდისტული შოუ, რომელიც დასრულდა ლოგიკურად – ნაციონალური მოძრაობის 9 წლიანი მმართველობისთვის მიშა 9 წლიანი პატიმრობით უნდა დაესაჯათ. ეს არის და ეს.
მიხეილ სააკაშვილს და თემურ ჯანაშიას არ მიეცათ სამართლიანი სასამართლოს უფლება. ამ პერიოდში გენერალმა გამოიჩინა ღირსების საუკეთესო მაგალითები. ტყუილად არ აქვს ის ავტორიტეტი, სდსს-ს მოქმედ თანამშრომლებშიც კი.
მთელი ამ დროის განმავლობაში ამ საქმეს აშშ-ს მიერ რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის გამო სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორი ფარცხალაძე კერავდა.
სამაგიეროდ, ქუჩაში ასობით ათასი დოლარის ღირებულების მქონე მანქანებისგან შემდგარი ესკორტით ივლის ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც შვილი ჩარტერული რეისით გადააფრინა.
ქუჩაში ივლიან ადამიანები, რომლებმაც არათუ საერთაშორისო არენაზე დააბრუნეს საქართველო, არამედ საერთაშორისო იზოლაციაში მოგვაქციეს და მტრისთვის ბოდიშის მოხდა აქვთ განზრახული. ამაში ყოველწლიურად ასობით მილიონი იხარჯება, ხაზს ვუსვამ – ყოველწლიურად.
ასევე ცალკე დიდი სირცხვილია ის ფაქტი, რომ მსგავსი ტიპის ხარჯების გასაჯაროებაზე არც ერთმა შემდგომმა ხელისუფალმა და თანამდებობის პირმა დაცვის მხარეს არ მისცა თანხმობა.
ერთი რაც ვიცი, ამ ქვეყანაში პირველი რაც გვეჩქარება სამართლიანი სასამართლოს შექმნაა. საქართველო ერთი კაცის ჭკუაზე აღარასდროს მოეწყობა, ბოლო სახადს ვიხდით. – წერს სოციალურ ქსელში ლევან სანიკიძე.
პოლიტიკური დევნა სამუდამოდ უნდა დასრულდეს!”