„ერთიანი ნეიტრალური
საქართველოს“ წევრი ლევან
ნიკოლეიშვილი გადაცემაში
„დღის ქრონიკა“ ბრიუსელში
საქართველოს დიპლომატიური
პასპორტების
მფლობელებისთვის
თავისუფალი უვიზო რეჟიმის
შეჩერებაზე მსჯელობას
გამოეხმაურა და მას
საქართველოს მოქმედი
ხელისუფლების დაზიანების
უბადრუკი მცდელობა
უწოდა.„უვიზო მიმოსვლის
შეჩერება დიპლომატიური
პასპორტებისთვის ერთგვარი
უბადრუკი მცდელობაა იმის,
რომ რამენაირად დააზიანონ
საქართველოს მოქმედი
ხელისუფლება ერთი უბრალო
მიზეზიდან გამომდინარე,
რომ ნახეს, ვერ შეძლეს აქ
რეჟიმის შეცვლა. რეჟიმის
შეცვლა ვერ მოხდა იქიდან
გამომდინარე, რომ
საქართველოს მოსახლეობის
უმრავლესობამ ხმა მისცა იმ
ძალას, რაც მას მიაჩნია
ნორმალურად იმისათვის, რომ
ქვეყანაში წარიმართოს
მშვიდობიანი პროცესი და
მისი განვითარება იყოს
შესაბამისი ეროვნულ
ინტერესებთან.ასეთი
უბადრუკი მცდელობებით
ერთის მხრივ ცდილობენ
მხარი დაუჭირონ ოპოზიციას,
რომელზეც თითქოსდა არის აქ
[საქართველოში] რეჟიმის
შეცვლა, მაგრამ მეორეს
მხრივ, ნებისმიერი გონიერი
ადამიანი მიხვდება, რომ ეს
ყველაფერი კრახით
დასრულდება და დასრულდა
კიდეც. ვხედავთ აქციას,
რომელიც არის მინავლებული
და ახლა რაღაც უცნაურ
პერფორმანსებს ვხედავთ,
ხან სამეზობლოს მსვლელობა
დაარქვეს, ხან
დიზაინერების და რეალურად
თუ დავუკვირდებით, სულ
რაღაც ასიოდე ადამიანი
იღებს აქციაში
მონაწილეობას, ოპოზიცია
ცდილობს განერიდოს ამ
პროცესს და ისე
წარმოაჩინოს, თითქოს ეს
ხალხის მიერ ხორციელდება.
გამომდინარე აქედან, ეს
სამარცხვინო მცდელობები,
ევროპელი პოლიტიკური
ელიტიდან მართლაც ხელის
შემშლელია იმ
პროცესებისთვის, რასაც
ჰქვია ნორმალური
ურთიერთობების
დამყარება“, - აღნიშნა
ნიკოლეიშვილმა.