ტრამპს მოუწევს გამოცდის
ჩაბარება მისი
ამომრჩევლის წინაშე,
ვინაიდან ის აცხადებს, რომ
ებრძვის დიფ სთეითს, დიფ
სთეითის ერთ-ერთი მთავარი
გამოვლინება კი არის
საქართველოსთან
მიმართებაში და ცოტა ხომ არ
აგვიანებენ სამხრეთ
კავკასიაში თავიანთი
პოლიტიკის გადახედვას?, -
განაცხადა „დღის
ქრონიკაში“ „ერთიანი
ნეიტრალური საქართველოს"
წევრმა, ლევან
ნიკოლეიშვილმა. მან
უპასუხა გადაცემის
წამყვანის კითხვას,
რომელიც ე.წ. მეგობარ აქტს
ეხებოდა.„სანქციები არის
დაწესებული მაგალითად
ვახტანგ გომელაურის
მიმართ, რომელმაც
პირნათლად შეასრულა
თავისი მოვალეობა. რა არის
შს სამინისტროს მოვალეობა?
- მართლწესრიგის დამყარება.
მან წესრიგის დამყარებას
შეუწყო ხელი, კრიმინალს
ებრძვის და ამის გამო
ასანქცირებ ადამიანს და
მის თანამშრომლებს და
ამავდროულად შენ გაქვს
ხელის გულზე ინფორმაცია იმ
წამებებზე, ჯალათობებზე,
რაც ხორციელდებოდა იმ
ხელისუფლების მიერ,
რომელთა ანასხლეტები და
მხარდამჭერებიც
ოპოზიციაში არიან.
უმთავრესი არის ის, რომ
ტრამპს მოუწევს გამოცდის
ჩაბარება მისი
ამომრჩევლის წინაშე,
ვინაიდან ის აცხადებს, რომ
ებრძვის დიფ სთეითს, რომლის
დამარცხებაც მას
აუცილებლად მიაჩნია.
აქედან გამომდინარე დიფ
სთეითის ერთ-ერთი მთავარი
გამოვლინება არის
საქართველოსთან
მიმართებაში და ცოტა ხომ არ
აგვიანებენ სამხრეთ
კავკასიაში თავიანთი
პოლიტიკის გადახედვას,
იმის გამო, რომ სხვაგან
არიან ჩართულები?“, -
განაცხადა
ნიკოლეიშვილმა.აშშ-ის
წარმომადგენელთა პალატამ
„მეგობარი აქტის“ სახელით
ცნობილ კანონპროექტს
მხარი დაუჭირა.