ლევან ნიკოლეიშვილი: საქართველოს პრეზიდენტის ღია წერილი აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ დროულიცაა და აუცილებელიც. შეთავაზება, სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობების აღდგენა, მეტყველებს ჩვენი მხრიდან გულწრფელობაზე და ღირსეული მეგობრობის სურვილზე

Primetime.ge 1 საათი წინ 1
ლევან ნიკოლეიშვილი: საქართველოს პრეზიდენტის ღია წერილი აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ დროულიცაა და აუცილებელიც. შეთავაზება, სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობების აღდგენა, მეტყველებს ჩვენი მხრიდან გულწრფელობაზე და ღირსეული მეგობრობის სურვილზე
ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილი აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ დროულიცაა და აუცილებელიც. სამწუხაროდ, მიუხედავად ტრამპის მიერ გაცხადებული და საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკის ღირებულებითი თანხვედრისა, კვლავ პასიურ მდგომარეობაშია ქართულ-ამერიკული ურთიერთობები", - წერს "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი.ნიკოლეიშვილის თქმით, სუფთა ფურცლიდან ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენა ქართული სახელმწიფოს გულწრფელობისა და ღირსეული მეგობრობის სურვილის ნიშანია."ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილი აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ დროულიცაა და აუცილებელიც. სამწუხაროდ, მიუხედავად ტრამპის მიერ გაცხადებული და საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკის ღირებულებითი თანხვედრისა, კვლავ პასიურ მდგომარეობაშია ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ყოველივე ეს კი, ერთმხრივ სრულიად სამართლიან გაკვირვებას იწვევს ქართულ საზოგადოებაში, მეორე მხრივ კი "დიფ სთეითს" აძლევს საშუალებას თავის საცეცებისა და მხარდამჭერების საშუალებით არათუ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობას მიყენოს ზარალი. საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის შეთავაზება, სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენის ახალი ფაზა, მეტყველებს ჩვენი მხრიდან გულწრფელობაზე და ამერიკელებთან ხანგძლივი, პარტნიორული და ღირსეული მეგობრობის კეთილშობილურ სურვილზე", - წერს ნიკოლეიშვილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია