შინაგან საქმეთა
მინისტრისა და პოლიციის
მაღალჩინოსნების
დასანქცირებაზე, მარტივი
კითხვები მიჩნდება
საქართველოს დაუძინებელი
მეგობრების მიმართ. როგორც
მახსოვს, ყველა ის მეთოდი
და ტაქტიკა, რომელსაც ჩვენი
პოლიცია არეულობის დროს
მართლწესრიგის
დასამყარებლად იყენებს,
სწორედ ევროპისა და აშშ-ის
მაღალპროფესიონალი
ინსტრუქტორების მიერაა
ნასწავლი, - წერს “ერთიანი
ნეიტრალური საქართველოს”
წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი,
სოციალურ ქსელში.მისი
განცხადებით, კიდევ ერთხელ
შეცდნენ უცხოელი "ჭკუის
დამრიგებლები", ვინაიდან,
ვახტანგ გომელაურს და
ქართველ პოლიციელებს იმით
ვერ დააშინებენ, რომ
უცხოეთში "შოპინგზე"
ჩასვლას აუკრძალავენ.
“შინაგან საქმეთა
მინისტრისა და პოლიციის
მაღალჩინოსნების
დასანქცირებაზე, მარტივი
კითხვები მიჩნდება
საქართველოს დაუძინებელი
მეგობრების მიმართ. როგორც
მახსოვს ყველა ის მეთოდი და
ტაქტიკა, რომელსაც ჩვენი
პოლიცია არეულობის დროს
მართლწესრიგის
დასამყარებლად იყენებს,
სწორედ ევროპისა და აშშ-ს
მაღალპროფესიონალი
ინსტრუქტორების მიერაა
ნასწავლი.მეორეც
საინტერესოა, დასავლეთის
ქვეყნებში როგორ იქცევიან
იმ დემონსტრანტების
მიმართ, რომელიც ძალადობის
აქტებს ჩადიან,
პოლიციელების მისამართ
დამიზნებულ პიროტექნიკას,
ქვებს და მოლოტოვის
კოქტეილების მოგერიების
მეთოდებიც ეცოდინებათ,
რომელსაც ჩვენ სანამ
ევროკავშირის წევრები არ
გავხდებით ალბათ არ
გვეუბნებიან. როგორც ჩანს,
უცხო ქვეყნის საშინაო
საქმეებში ცხვირის
ჩაყოფის ახალ ვარიანტი,
ალბათ იმ ქვეყნის
პოლიციელების "დასჯაა"
რომელიც საკუთარ
ქვეყანაში არეულობას,
დესტაბილიზაციას და
კრიმინალს ებრძვიან. კიდევ
ერთხელ შეცდნენ ჩვენი
"ჭკუის დამრიგებლები", ვერც
ვახტანგ გომელაურს და ვერც
ქართველ პოლიციელებს იმით
ვერ დააშინებენ, რომ
უცხოეთში "შოფინგზე"
ჩასვლას თუ აუკრძალავენ,
როგორც ჩანს ჩვენი
სამართალდამცავები, მათ
მიერ გადაბირებულ
სამართალდამრღვევ
უსამშობლო აგენტურაში
ეშლებათ.” - წერს
ნიკოლეიშვილი.