საქართველოს აეროპორტებში
2025 წლის პირველ ნახევარში
მგზავრთნაკადისა და
რეისების კუთხით,
ისტორიული მაქსიმუმი
დაფიქსირდა.აეროპორტების
გაერთიანების გენერალური
დირექტორის, ლევან
მოსეშვილის განცხადებით,
იანვარ-ივნისის პერიოდში
ქვეყნის საერთაშორისო
აეროპორტებში ჯამური
მგზავრთნაკადი და
რეისების რაოდენობა 14 %-ით
რაოდენობა 14 %-ით გაიზარდა.
საქართველოს საერთაშორისო
აეროპორტები 2025 წლის პირველ
ნახევარში 3 654 063 მგზავრსა და
17 ათასამდე რეისს
მოემსახურნენ, რაც
რეკორდული
მაჩვენებელია.„2025 წლის
პირველი ნახევარი
საქართველოს
აეროპორტებისთვის
ისტორიულად რეკორდული იყო.
ერთობლივი ძალისხმევით
შევძელით პირველი 6 თვის
პერიოდი რეკორდული
რაოდენობის
მგზავრთნაკადით
დაგვესრულებინა. ჯამურად
ყველა საერთაშორისო
აეროპორტში სამ ნახევარ
მილიონზე მეტ მგზავრს
მოვემსახურეთ, რაც წინა
წელთან შედარებით 14 %-იან
ზრდას
წარმოადგენს.ისტორიული
მაქსიმუმი დაფიქსირდა
როგორც 6 თვის მონაცემებით,
ისე ივნისის თვეში ცალკეულ
აეროპორტებში. რაც ხაზს,
უსვამს, ჩვენს სწორ
საავიაციო პოლიტიკას და
უწყებების კოორდინირებულ
მუშაობას. რის ფონზე
ქვეყანაში მხოლოდ 2025 წელს 5
ახალი ევროპული
ავიაკომპანია
შემოვიდა,-‘’განაცხადა
ლევან
მოსეშვილმა.თბილისის შოთა
რუსთაველის სახელობის
საერთაშორისო აეროპორტი
პირველ 6 თვეში ისტორიულად
ყველაზე მეტ, 2 358 937 მგზავრს
მოემსახურა და გასული წლის
ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით 11%-ით მეტი
შეადგინა. რაც შეეხება,
რეისების რაოდენობას
თბილისის საერთაშორისო
აეროპორტმა
იანვარ-ივნისში 11,814 რეისი
მიიღო, რამაც შარშანდელ
ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით 15 %-იანი ზრდა
აჩვენა.რეკორდული იყო 2025
წლის პირველი ნახევარი
ქუთაისის საერთაშორისო
აეროპორტსთვისაც.
იანვარ-ივნისში დავით
აღმაშენებლის სახელობის
აეროპორტი 833 512 მგზავრს
მოემსახურა, რაც 12%-ით მეტია
გასული წლის ანალოგიურ
პერიოდში გადაყვანილი
მგზავრების რაოდენობასთან
შედარებით. რეისების
ოდენობამ კი პირველ 6 თვეში
2,505 შეადგინა, რაც 8 %-ით მეტია
2024 წელს ქუთაისის
საერთაშორისო აეროპორტში
შესრულებულ რეისებთან
შედარებით.რაც შეეხება
ბათუმის საერთაშორისო
აეროპორტს, 2025 წლის
იანვარ-ივნისში
ალექსანდრე ქართველის
სახელობის აეროპორტი 450 330
მგზავრსა და 2,121 რეისს
მოემსახურა. წინა წლის
ამავე პერიოდთან
შედარებით მგზავრთნაკადის
35%-იანი და რეისების 38%-იანი
ზრდა ფიქსირდება, რაც ასევე
რეკორდული
მაჩვენებელია.მგზავრთნაკადისა
და რეისების კუთხით,
ისტორიული მაქსიმუმია
საქართველოს აეროპორტებში
როგორც პირველი 6 თვის, ისე
თითოეულ საერთაშორისო
აეროპორტში ივნისის თვეში.
ივნისის თვეში, ჯამურად
საქართველოს აეროპორტები
2025 წლის ივნისში 758,279
მგზავრსა და 3,399 რეისს
მოემსახურნენ. 2024 წლის
ივნისთან შედარებით
მგზავრთნაკადის 8-%-იანი და
რეისების14-%-იანი ზრდა
დაფიქსირდა.ქუთაისის
საერთაშორისო აეროპორტში
ივნისში, გასული თვის
ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით,
მგზავრთნაკადის რეკორდული
რაოდენობა დაფიქსირდა.
Დავით აღმაშენებლის
სახელობის აეროპორტმა
გასულ თვეში 170,276 მგზავრი და
519 რეისი მიიღო, რაც წინა
წლის ივნისთან შედარებით
მგზავრთნაკადის 17%-იან
ზრდას, ხოლო რეისების
კუთხით 23%-იან ზრდას
წარმოადგენს.ბათუმის
ალექსანდრე ქართველის
სახელობის აეროპორტი
ივნისში 121,586 მგზავრსა და 583
რეისს მოემსახურა. წინა
წლის ივნისის თვესთან
შედარებით,
მგზავრთნაკადის 22%-იანი და
რეისების 38 %-იანი ზრდა
დაფიქსირდა.ინფორმაციას
აეროპორტების გაერთიანება
ავრცელებს