როგორც მოსალოდნელი იყო,
საოკუპაციო რეჟიმის
წარმომადგენლებმა
დემონსტრაციულად დატოვეს
სხდომათა დარბაზი, თუმცა
ჩვენ რამდენიმე
მნიშვნელოვანი საკითხის
განხილვა მოვასწარით, -
განაცხადა აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარემ
ლევან მგალობლიშვილმა
ჟენევის საერთაშორისო
მოლაპარაკებების 62-ე
რაუნდთან
დაკავშირებით.შეხვედრაზე
ქართულმა დელეგაციამ
აქცენტი გააკეთა რუსეთის
მიერ ევროკავშირის
შუამავლობით დადებული 2008
წლის 12 აგვისტოს ცეცხლის
შეწყვეტის შეთანხმების
შესრულების აუცილებლობასა
და ოკუპირებული
ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებული პირებისა
და ლტოლვილების საკუთარ
სახლებში დაბრუნების
თემებზე, რაც ჟენევის
საერთაშორისო
მოლაპარაკებების დღის
წესრიგის მთავარ
საკითხებს
წარმოადგენს.აღნიშნული
საკითხის განხილვისას
საოკუპაციო რეჟიმის
წარმომადგენლებმა,
ტრადიციულად
მოლაპარაკებების მაგიდა
დატოვეს.„როგორც
მოსალოდნელი იყო, წინა
შეხვედრების მსგავსად,
საოკუპაციო რეჟიმის
წარმომადგენლებმა
დემონსტრაციულად დატოვეს
სხდომათა დარბაზი, თუმცა
მანამდე ჩვენ ორი
მნიშვნელოვანი საკითხის
განხილვა მოვასწარით.
საკითხები ეხებოდა
ოკუპირებულ ტერიტორიაზე
უკანონო დაკავებებსა და
ბორდერიზაციას.მოლაპარაკებების
დროს, მათი მხრიდან ასევე
გაჟღერდა ჟენევის
ფორმატის მინსკის
ფორმატით ჩანაცვლების
იდეა, რაზეც ჩვენ რა თქმა
უნდა, კატეგორიული უარი
განვაცხადეთ.მე
დარწმუნებული ვარ, რომ
ძალიან მალე ჩვენს
მოკავშირე ქვეყნებთან
ერთად მოგვიწევს დასხდომა
და ვიმედოვნებ, რომ
ექვსპუნქტიანი გეგმის
ყველა პუნქტს გაეცემა
ისეთი პასუხი, როგორსაც
საქართველოს მოსახლეობა
და რა თქმა უნდა, ჩვენი
დროებით დევნილი
მოსახლეობა იმსახურებს“, -
განაცხადა ლევან
მგალობლიშვილმა.ჟენევის
საერთაშორისო
მოლაპარაკებების 62-ე
რაუნდი 2024 წლის 5-6 ნოემბერს
გაიმართა.ინფორმაციას
აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობა
ავრცელებს.