ჟენევის საერთაშორისო
მოლაპარაკებების მორიგი
რაუნდი იმართება. ქართული
დელეგაციის
შემადგენლობაში აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარე
ლევან მგალობლიშვილი
იმყოფება.ლევან
მგალობლიშვილის
განცხადებით,
მოლაპარაკებების 63-ე
რაუნდის ძირითადი თემები
იქნება 2008 წლის 12 აგვისტოს
ცეცხლის შეწყვეტის
შეთანხმებით ნაკისრი
საერთაშორისო
ვალდებულებების შესრულება
და იძულებით
გადაადგილებულ პირთა
უსაფრთხო და ღირსეული
დაბრუნების
საკითხები.„ჟენევაში
მოლაპარაკებების 63-ე
რაუნდი იწყება, სადაც
ქართული მხარე ძირითად
ყურადღებას 2008 წლის 12
აგვისტოს ცეცხლის
შეწყვეტის შეთანხმების
შესრულების აუცილებლობასა
და ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დროებით
დევნილი მოსახლეობის
საკუთარ სახლებში
უპირობოდ დაბრუნების
საკითხებზე
გაამახვილებს.საუბარი
ასევე შეეხება
ჰუმანიტარული
მნიშვნელობის საკითხებს,
მათ შორის, თავისუფალი
გადაადგილების უფლების
შეზღუდვის, მშობლიურ ენაზე
განათლების მიღების
აკრძალვის და უკანონო
დაკავებების
ფაქტებს.განვიხილავთ,
ოკუპირებულ ტერიტორიაზე
ბოლო პერიოდში
განვითარებულ მოვლენებს,
მათ შორის, ე.წ. არჩევნების
შედეგად არსებულ
მდგომარეობას, სოხუმის
აეროპორტის გახსნის
მიუღებლობას და
საოკუპაციო რეჟიმის სხვა
დესტრუქციულ
ქმედებებს.გვაქვს
მოლოდინი, რომ ჟენევის
საერთაშორისო
მოლაპარაკებების 63-ე
რაუნდი გარკვეულწილად
პოზიტიური შედეგების
მომტანი იქნება“, –
განაცხადა ლევან
მგალობლიშვილმა.დღეს
ჟენევაში
თანათავმჯდომარეებთან
ტექნიკურ შეხვედრები
იმართება, ხვალიდან კი
მოლაპარაკებათა 63-ე რაუნდი
ოფიციალურად
დაიწყება.ინფორმაციას
აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობის
პრესსამსახური ავრცელებს.